მომღერალი დათო ხუჯაძე გუშინ იუბილარი იყო. საკუთარი დაბადების დღე ხუჯაძემ ტაბახმელაში გადაიხადა. მან წვეულება სახლში მოაწყო, სადაც სტუმრებს სასმელით და გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდა. საღამოს კი კონცერტი გამართა, სადაც მისი სიმღერები შეასრულად. სტუმრებს შორის ხუჯაძის უახლოესი მეგობრები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ.