მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მშობლებს შეურიგდა. ის ბოლო დროს, მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ, ნინამ "ფეისბუქზე" დედასთან და მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სურათი გორში მათ საცხოვრებელ სახლში არის გადაღებული.
ნინას სახლი ნამდვილი სასახლეა, რომელსაც ულამაზესი ბაღი და საცურაო აუზი აქვს.