19 ივნისი, 2017
lady Gaga-მ ფილმში ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო
მომღერალმა lady gaga-მ ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო. მის ინსტაგრამ-სთორიში ჩანს, რომ მას გიორგი ქებურიას კაბა აცვია. როგორ მოხვდა ქართველი დიზაინერის სამოსი, lady gaga-ს გარდერობში ამის შესახებ, თავად დიზაინერი გვესაუბრა.

- ის სამოსი, რომელიც lady gaga-მ შეიძინა "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე" მქონდა წარმოდგენილი. ეს არის 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. კოსტიუმები "ვოგის" საიტზე გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ იქ ნახეს ჩემს მიერ შექმნილი სამოსი lady gaga-ს იმიჯ-მეიკერებმა. მეილზე თავად ბრენდო მაქსველმა მომწერა და რამდენიმე კოსტიუმი გავუგზავნე lady gaga-ს.
როგორც იცით, ახლა მის შესახებ, ფილმს იღებენ და ამ ფილმშიც ჩაიცმევს ჩემს სამოსს.

- რა ფასად შეიძინეს თქვენს მიერ, შექმნილი სამოსი?
- სამწუხაროდ ფული არ გადაუხდიათ. სელებრითები, ასეთ დროს თანხას არ იხდიან სამოსში, თუმცა ჩემთვის ისიც სასიხარულოა რომ მოეწონა. შესაძლოა, როცა გადაღებები მორჩება დამიბრუნოს ეს სამოსი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS