28 ნოემბერი, 2013
რატომ ვერ იტანს ქართველებს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ელვირა თოდუა
ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში ეს გოგონა წარმოშობით საქართველოდანაა. ელვირა თოდუა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეა. მას არა მხოლოდ ნაკრების ხუთ ულამაზეს ფეხბურთელს შორის ასახელებენ, არამედ ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენადაც მიიჩნევენ.

წელს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ლამაზმან ფეხბურთელ გოგონათა ხუთეულშიც მოხვდა. გარდა გარეგნული მონაცემებისა, რასაკვირველია, პროფესიონალიზმის გამოც სცემენ პატივს - ელვირა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ არის აღიარებული.

სპორტსმენი წარმოშობით ტყვარჩელიდან არის და ომის შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. 1986
წლის 13 იანვარს დაიბადა. ტყვარჩელში შვიდ წლამდე ცხოვრობდა. ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.

ამჟამად კლუბ ''როსიანკაში'' თამაშობს, 2003 წლიდან ნაკრების მთავარი მეკარეა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია. რამდენჯერმე მოიპოვა რუსეთის საუკეთესო მეკარის წოდება და რუსეთის ჩემპიონობა.

Rating

ელვირას პოპულარობა მისმა ქალურმა ეშხმაც განაპირობა, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ფოტოსესიებში, თუმცა თვითონ აღიარებს, რომ ეს პროცესი დიდად არ მოსწონს. ''არ მშურს ფოტომოდელების.

ჩემი აზრით, გაცილებით იოლია რამდენიმე მატჩის თამაში'', - ამბობს ელვირა. ამ გარეგნობის მიუხედავად, მისი გარშემო მყოფნი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ელვირას საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვს.

მიზანდასახულია და არ კარგავს სპორტულ ფორმას. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან გულწრფელი და პირდაპირია, ამიტომ უყვართ ჟურნალისტებს მასთან საუბარი. თუმცა რასაც ის საქართველოსა და ქართველებზე ამბობს, სამწუხაროდ, არც ისე კარგი მოსასმენია და დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან:

- ელვირა, ცნობილია, რომ ომის დროს წამოხვედით აფხაზეთიდან. გახსოვთ რაიმე იმ დროიდან თუ ცდილობთ დაივიწყოთ?
- ჩემი მშობლიური ქალაქი ტყვარჩელი კოდორის ხეობასთან ახლოს ბლოკადაში იყო, ამიტომ ვერ ვახერხებდით გამოსვლას, ასე რომ, ორი წელი ომი გადავიტანეთ. ჩვენ წინ უშველებელი სასტუმრო იდგა, რომელიც თითქმის მთლიანად დაბომბეს. მკაფიოდ მახსოვს, რომ მეხუთე სართულზე ჩვენს ბინაში ერთი ნამსხვრევი შემოვარდა... იქ საშინელი რამეები ხდებოდა. საავადმყოფოს სატვირთო მანქანები მოადგა. მათ გარშემო დავრბოდით, გვაინტერესებდა. ძარა გახსნეს და იქ დაფლეთილი ჯარისკაცების გვამები იყო - უხელოების, უფეხოების, უთავოების. მაშინ ბევრი არაფერი გვესმოდა... არავის ვუსურვებ ასეთი რამის გამოცდას. თუმცა ის, რაც გადავიტანეთ, ოპტიმიზმსა და ცხოვრებისეულ ძალას გვმატებს. ომთან შედარებით ხომ ყველაფერი სისულელედ გეჩვენება. რუსეთში რომ გადმოვედით, საშინლად გაგვიჭირდა. ლტოლვილები უცხო ქვეყანაში, საბუთების გარეშე. ცხრა წელი ნაქირავებ ბინებში დავწანწალებდით, დედ-მამა სამ-ოთხ სამუშაოზე დადიოდა, რომ ოჯახი გამოეკვება. რთულად ვცხოვრობდით.
- ახლა ხშირად ჩადიხართ აფხაზეთში?
- მშობლები ყოველ წელს დადიან, მე - უფრო იშვიათად, დრო აღარ მაქვს. შარშან ვიყავი, იქ ნათესავები მყავს, ბებია.
- დედათქვენი რუსია, მამა აფხაზი. თქვენ რა ეროვნებისად მიგაჩნიათ თავი?
- კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა პრინციპში ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, ''არა, შენ ქართველი ხარო'' , - არ ვიუარებ. როგორც უნდათ, ისე იფიქრონ. თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები.
- რუსეთში თუ გქონიათ რასიზმის გამოვლენასთან საქმე?
- არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გარეგნობის დამსახურებაა. მე რომ კავკასიური გარეგნობა მქონდეს, პრობლემა მექნებოდა. რუსეთში ამის გამო სულ პრობლემაა. ერთმანეთს სულ მიუთითებენ ნაციონალობაზე. შენ უზბეკი ხარ, შენ კი - კავკასიელი. როცა ეს რასიზმი დასრულდება, რუსეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა იქნება.

Rating

- რუსეთს აღიქვამთ უკვე საკუთარ ქვეყნად?
- რა თქმა უნდა. უკვე ამდენი წელია აქ ვარ. აფხაზეთიც მიყვარს, ძალიან ლამაზია. კეთილი ხალხია, გულისხმიერი, ყოველთვის დაგეხმარებიან ყველაფერში. და ყველა დაიღალა ომით, ყველას სიმშვიდე უნდა. იქ ახლა შედარებით სიწყნარეა, გზებიც გააკეთეს - რუსები ხომ იქ ისვენებენ.
- რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად, სხვა ქვეყანაში რომ იწყებდით ცხოვრებას?
- მაშინ ძალიან გვიჭირდა და სკოლაში ხშირად დაგვცინოდნენ. იმიტომ, რომ მაგალითად, არ მქონდა კარგად ჩაცმის შესაძლებლობა. სულ ვჩხუბობდი, ძმასაც კი ვიცავდი. ეს მაშინაც არ მომწონდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საფულეში ფულის რაოდენობა კი არ განსაზღვრავს ადამიანს, არამედ ის, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.
- რატომ აირჩიეთ ფეხბურთი?
- არ ამირჩევია, უბრალოდ, ცხოვრებაში ყველას რაღაც აქვს განკუთვნილი. რა არ გამიკეთებია, ყველაფერი გამომდიოდა, ყველა შეჯიბრებას ვიგებდი, მასწავლებლებიც მაქებდნენ. მერე კი უცებ ყველაფერს შევეშვი - კალათბურთს, ძიუდოს, კრივს... ფეხბურთი კი დარჩა. ალბათ, ასე იყო საჭირო. მეშვიდე კლასში სკოლიდან გამოვედი და კრასნოდარში გავეშურე სათამაშოდ.
- მშობლებმა არ გააპროტესტეს, 12 წლის შვილმა რომ დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება?
- რუსულ ქალთა ფეხბურთში ეს მიღებული ამბავია. წამოვედი და არა მარტო საკუთარ თავს უზრუნველვყოფდი, დედასაც ვუგზავნიდი ფულს. თუმცა დედა თავიდან ფეხბურთის წინააღმდეგი იყო, ვატყუებდი, რომ პურზე მივდიოდი, სინამდვილეში კი ვარჯიშზე გავრბოდი.
- ხელზე ტატუირება გაქვთ - უსაქმურობისგან, სილამაზისთვის თუ აზრიანია?
- მინდოდა, ერთ ხელზე ბლაცკ დამეწერა, მეორეზე - წჰიტე. იმიტომ, რომ კავკასიური ეროვნების ვარ, ჩვენ კი შავებს გვეძახიან, მაგრამ ქერა ვარ. ჯერ ერთი გავიკეთე, მეორე ხელზე ჯერ ვფიქრობ. მხარზე გული კი სამახსოვრო ტატუა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
მარი
ეს გოგო მართლაც გაუნათლებელია, მაგრამ ნაწილობრივ ეგ მისი ბრალი არ არის,გაითვალისწინეთ რომ არის ომის მსხვერპლი და ლანძღვა გინების ნაცვლად ჯობია რამე რჩევა მისცეთ,ალბათ ამიტომაც აქვს ეგეთი აზრი ჩვენზე,რომ ძალიან ადვილად შეგვიძლია ადამიანის ლანძღვა გინება,რაც ერთის მხვრივ გაუნათლებლობის მაჩვენებელია!ასე რომ ყველანი დავფიქრდეთ სანამ რამეს დავწერთ!
12:28 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ურთიერთ გამომრიცხავ აზრებს რომ ფრქვავს... ჩვენ გვეძახის ამბიციურებს და ცბიერებს... თვითონ კი ეგეთ გარემოში ცხოვრობს... აშისტებთან... მათხოვარი გოგო
12:26 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ცირა
რაის მეგრული გვარიო...ეგ დამპალი
11:56 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ოხოხოხ
ახლოს რომ იყო როგორ გაგპუტავდი.როდის იყვნენ ტოდუები აფხაზები.ტუტუცი გოგო.გეტყობა ვინცა ხარ.
11:45 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დდდ
სამარცხვინოა
11:26 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
არა მარტო ბურთი , სხვა რამეც ეჭირა ხელში ალბათ. აბა 12 წლის გოგო სახლს რომ მიატოვებს დაუკითხავად ,იმას საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო. მამა კი ჩმორი ყავს ეტყობა ,თუ არა ქართველი კაცი ამდენს არ გააბედვინებდა.
11:25 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დონა
ამას რა უნდა ელაპარაკო რუსეთში უტკბება და ქართველობაზე აუღია. აჰა თურმე მეგრელი ქართველი არ არისო მემგონი იმ შვიდი წლის ასაკში დარჩა იყოს მაგ რუსეთსი ეგდოს.
11:01 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
რუსეთში ცხოვრებით მოითბო ხელი და აღარ კადრულობს ქათველობას თოდუა თურმე არ ყოფილა ქართველი,არამედ მეგრელი,არც არავინ აძალებს ქართველობას მაგრამ რომ ამბობს ომის წლები მძიმედ გადავიტანეთო, ის ომი არ იყო ნეტა მისი "სამშობლო"რუსეთის ბრალი?!
10:40 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესამე
Aმას თუ შიგ არ ქონდეს და გარეთ არ ეძებდეს რა.
10:24 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიონ
რასაც ეს გოგო ამბობს გაუნათლებლობის შედეგია. 2008 წლის დოკუმენტური ფილმის არ იყოს 20-22 წლის ახალგაზრდეს ეკითხებოდნენ ქართველებზე რა აზრის ხართო და მათი პასუხიც ერთი იყო რომ ვერ გვიტანდნენ და რომ ეკითხებოდნენ რატომ ვერ იტანდნენ ქართველებს პასუხს ვერ სცემდნენ. ბურთის ჭერის მეტი არაფერი უკეთებია ალბათ და რა გასაკვირია ესე "ღრმად" რომ იცის ისტორია. ყველაზე ძალიან ესეთ ხეპრე ადამიანებს ვერ ვიტან მართლა ბურთის ჭერაა ამის საქმე თორემ ხმა თუ ამოიღო მტრისას.
08:38 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS