28 ნოემბერი, 2013
რატომ ვერ იტანს ქართველებს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ელვირა თოდუა
ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში ეს გოგონა წარმოშობით საქართველოდანაა. ელვირა თოდუა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეა. მას არა მხოლოდ ნაკრების ხუთ ულამაზეს ფეხბურთელს შორის ასახელებენ, არამედ ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენადაც მიიჩნევენ.

წელს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ლამაზმან ფეხბურთელ გოგონათა ხუთეულშიც მოხვდა. გარდა გარეგნული მონაცემებისა, რასაკვირველია, პროფესიონალიზმის გამოც სცემენ პატივს - ელვირა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ არის აღიარებული.

სპორტსმენი წარმოშობით ტყვარჩელიდან არის და ომის შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. 1986
წლის 13 იანვარს დაიბადა. ტყვარჩელში შვიდ წლამდე ცხოვრობდა. ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.

ამჟამად კლუბ ''როსიანკაში'' თამაშობს, 2003 წლიდან ნაკრების მთავარი მეკარეა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია. რამდენჯერმე მოიპოვა რუსეთის საუკეთესო მეკარის წოდება და რუსეთის ჩემპიონობა.

Rating

ელვირას პოპულარობა მისმა ქალურმა ეშხმაც განაპირობა, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ფოტოსესიებში, თუმცა თვითონ აღიარებს, რომ ეს პროცესი დიდად არ მოსწონს. ''არ მშურს ფოტომოდელების.

ჩემი აზრით, გაცილებით იოლია რამდენიმე მატჩის თამაში'', - ამბობს ელვირა. ამ გარეგნობის მიუხედავად, მისი გარშემო მყოფნი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ელვირას საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვს.

მიზანდასახულია და არ კარგავს სპორტულ ფორმას. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან გულწრფელი და პირდაპირია, ამიტომ უყვართ ჟურნალისტებს მასთან საუბარი. თუმცა რასაც ის საქართველოსა და ქართველებზე ამბობს, სამწუხაროდ, არც ისე კარგი მოსასმენია და დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან:

- ელვირა, ცნობილია, რომ ომის დროს წამოხვედით აფხაზეთიდან. გახსოვთ რაიმე იმ დროიდან თუ ცდილობთ დაივიწყოთ?
- ჩემი მშობლიური ქალაქი ტყვარჩელი კოდორის ხეობასთან ახლოს ბლოკადაში იყო, ამიტომ ვერ ვახერხებდით გამოსვლას, ასე რომ, ორი წელი ომი გადავიტანეთ. ჩვენ წინ უშველებელი სასტუმრო იდგა, რომელიც თითქმის მთლიანად დაბომბეს. მკაფიოდ მახსოვს, რომ მეხუთე სართულზე ჩვენს ბინაში ერთი ნამსხვრევი შემოვარდა... იქ საშინელი რამეები ხდებოდა. საავადმყოფოს სატვირთო მანქანები მოადგა. მათ გარშემო დავრბოდით, გვაინტერესებდა. ძარა გახსნეს და იქ დაფლეთილი ჯარისკაცების გვამები იყო - უხელოების, უფეხოების, უთავოების. მაშინ ბევრი არაფერი გვესმოდა... არავის ვუსურვებ ასეთი რამის გამოცდას. თუმცა ის, რაც გადავიტანეთ, ოპტიმიზმსა და ცხოვრებისეულ ძალას გვმატებს. ომთან შედარებით ხომ ყველაფერი სისულელედ გეჩვენება. რუსეთში რომ გადმოვედით, საშინლად გაგვიჭირდა. ლტოლვილები უცხო ქვეყანაში, საბუთების გარეშე. ცხრა წელი ნაქირავებ ბინებში დავწანწალებდით, დედ-მამა სამ-ოთხ სამუშაოზე დადიოდა, რომ ოჯახი გამოეკვება. რთულად ვცხოვრობდით.
- ახლა ხშირად ჩადიხართ აფხაზეთში?
- მშობლები ყოველ წელს დადიან, მე - უფრო იშვიათად, დრო აღარ მაქვს. შარშან ვიყავი, იქ ნათესავები მყავს, ბებია.
- დედათქვენი რუსია, მამა აფხაზი. თქვენ რა ეროვნებისად მიგაჩნიათ თავი?
- კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა პრინციპში ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, ''არა, შენ ქართველი ხარო'' , - არ ვიუარებ. როგორც უნდათ, ისე იფიქრონ. თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები.
- რუსეთში თუ გქონიათ რასიზმის გამოვლენასთან საქმე?
- არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გარეგნობის დამსახურებაა. მე რომ კავკასიური გარეგნობა მქონდეს, პრობლემა მექნებოდა. რუსეთში ამის გამო სულ პრობლემაა. ერთმანეთს სულ მიუთითებენ ნაციონალობაზე. შენ უზბეკი ხარ, შენ კი - კავკასიელი. როცა ეს რასიზმი დასრულდება, რუსეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა იქნება.

Rating

- რუსეთს აღიქვამთ უკვე საკუთარ ქვეყნად?
- რა თქმა უნდა. უკვე ამდენი წელია აქ ვარ. აფხაზეთიც მიყვარს, ძალიან ლამაზია. კეთილი ხალხია, გულისხმიერი, ყოველთვის დაგეხმარებიან ყველაფერში. და ყველა დაიღალა ომით, ყველას სიმშვიდე უნდა. იქ ახლა შედარებით სიწყნარეა, გზებიც გააკეთეს - რუსები ხომ იქ ისვენებენ.
- რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად, სხვა ქვეყანაში რომ იწყებდით ცხოვრებას?
- მაშინ ძალიან გვიჭირდა და სკოლაში ხშირად დაგვცინოდნენ. იმიტომ, რომ მაგალითად, არ მქონდა კარგად ჩაცმის შესაძლებლობა. სულ ვჩხუბობდი, ძმასაც კი ვიცავდი. ეს მაშინაც არ მომწონდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საფულეში ფულის რაოდენობა კი არ განსაზღვრავს ადამიანს, არამედ ის, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.
- რატომ აირჩიეთ ფეხბურთი?
- არ ამირჩევია, უბრალოდ, ცხოვრებაში ყველას რაღაც აქვს განკუთვნილი. რა არ გამიკეთებია, ყველაფერი გამომდიოდა, ყველა შეჯიბრებას ვიგებდი, მასწავლებლებიც მაქებდნენ. მერე კი უცებ ყველაფერს შევეშვი - კალათბურთს, ძიუდოს, კრივს... ფეხბურთი კი დარჩა. ალბათ, ასე იყო საჭირო. მეშვიდე კლასში სკოლიდან გამოვედი და კრასნოდარში გავეშურე სათამაშოდ.
- მშობლებმა არ გააპროტესტეს, 12 წლის შვილმა რომ დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება?
- რუსულ ქალთა ფეხბურთში ეს მიღებული ამბავია. წამოვედი და არა მარტო საკუთარ თავს უზრუნველვყოფდი, დედასაც ვუგზავნიდი ფულს. თუმცა დედა თავიდან ფეხბურთის წინააღმდეგი იყო, ვატყუებდი, რომ პურზე მივდიოდი, სინამდვილეში კი ვარჯიშზე გავრბოდი.
- ხელზე ტატუირება გაქვთ - უსაქმურობისგან, სილამაზისთვის თუ აზრიანია?
- მინდოდა, ერთ ხელზე ბლაცკ დამეწერა, მეორეზე - წჰიტე. იმიტომ, რომ კავკასიური ეროვნების ვარ, ჩვენ კი შავებს გვეძახიან, მაგრამ ქერა ვარ. ჯერ ერთი გავიკეთე, მეორე ხელზე ჯერ ვფიქრობ. მხარზე გული კი სამახსოვრო ტატუა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
გიორგი
ამ გოგოს ის უნდა ესმოდეს,რომ ქართველი მართო კახელი და ქართლელი არ არის და თავის თავში მეგრელსაც გულისხმობს და ისიც უნდა ესმოდეს,რომ აფხაზი(აფსუა ) ქართველი არ არის .
19:39 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვისაც რა უნდა ის იფიქროს
ღმერთმა არ ქნას ,რომ ქართველი იყო. შენნაირი ქართველი არ შეიძლება იყოს, ფუი... შეგარცხვინე შენც და შენი ოჯახიც, ვინც გაგზარდა და ასეთი სიძულვილი ჩაგიდო, მაგ ბინძურ გულში. რუსები იყვნენ ზუსტად და მაგათ დაწყებული ომის მსხვერპლი, მთელი საქართველო და ამის შემდეგ რუსეთთს ეხუტები, რა უნდა გითხრას შენ ადამიანმა? თუ არა ორი სიტყვა. არამი იყოს შენზე ქართული მიწა და ის ადგილი სადაც დაიბადე.
18:22 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუმბააა
ქართველი ვარ და არანაკლებ მეზიზღება ქართველები სწორი თქვა ქართველები ყველაზე ნაგავი ერია!
17:03 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კობუეტი
საქარტველოში დარჩენილიკო იქნებოდა ახლა-მატხოვარი,რუსეტი საქარტველოზე ბევრად უკეტესია
16:28 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ვის სჭირდება ამის ქართველობა? რა იცის ამან ჩვენი ერის წარსულის შესახებ. მეგრელს რომ ცალკე გამოყოფს ეს არის საერთოდ რამის აზრზე?
16:25 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
Iნკოგნიტო
თქვენი სალანძღავი კომენტარებით , რომელსაც ეხლა ვკითხულობ, ნამდვილად ადასტურებთ, რომ მართლა უზრდელი Dა აუტანელი ხალხი ვყოფივართ ქართველები
16:25 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარა
მარი,ომის მსხვერპლი ბევრია,მაგრამ ასე არ ლაპარაკობენ.ეს გოგო,ომის კი არა,რუსი დედის და აფხაზი მამის მსხვერპლია!!!!
15:53 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცო
ამგოგოს არ უნდა ქართველობა-არა და ვინ აგარ იჩემებს ქარტველობას მოვა დრო და ინანებს ამას-დაიმახსოვრეთ . ატყუებს ახლგაზრდობა
14:21 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
Qartulebi.Com - ქართული სიმღერები
წადი შენი რუსეთუმე დედა მოვხან
14:09 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ვის რაში ჭირდება ასეთი დეფექტიანის ქარტველობის მტკიცება.ტიპიური წაკლა რუსია......
13:01 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS