28 ნოემბერი, 2013
რატომ ვერ იტანს ქართველებს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ელვირა თოდუა
ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში ეს გოგონა წარმოშობით საქართველოდანაა. ელვირა თოდუა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეა. მას არა მხოლოდ ნაკრების ხუთ ულამაზეს ფეხბურთელს შორის ასახელებენ, არამედ ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენადაც მიიჩნევენ.

წელს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ლამაზმან ფეხბურთელ გოგონათა ხუთეულშიც მოხვდა. გარდა გარეგნული მონაცემებისა, რასაკვირველია, პროფესიონალიზმის გამოც სცემენ პატივს - ელვირა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ არის აღიარებული.

სპორტსმენი წარმოშობით ტყვარჩელიდან არის და ომის შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. 1986
წლის 13 იანვარს დაიბადა. ტყვარჩელში შვიდ წლამდე ცხოვრობდა. ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.

ამჟამად კლუბ ''როსიანკაში'' თამაშობს, 2003 წლიდან ნაკრების მთავარი მეკარეა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია. რამდენჯერმე მოიპოვა რუსეთის საუკეთესო მეკარის წოდება და რუსეთის ჩემპიონობა.

Rating

ელვირას პოპულარობა მისმა ქალურმა ეშხმაც განაპირობა, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ფოტოსესიებში, თუმცა თვითონ აღიარებს, რომ ეს პროცესი დიდად არ მოსწონს. ''არ მშურს ფოტომოდელების.

ჩემი აზრით, გაცილებით იოლია რამდენიმე მატჩის თამაში'', - ამბობს ელვირა. ამ გარეგნობის მიუხედავად, მისი გარშემო მყოფნი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ელვირას საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვს.

მიზანდასახულია და არ კარგავს სპორტულ ფორმას. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან გულწრფელი და პირდაპირია, ამიტომ უყვართ ჟურნალისტებს მასთან საუბარი. თუმცა რასაც ის საქართველოსა და ქართველებზე ამბობს, სამწუხაროდ, არც ისე კარგი მოსასმენია და დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან:

- ელვირა, ცნობილია, რომ ომის დროს წამოხვედით აფხაზეთიდან. გახსოვთ რაიმე იმ დროიდან თუ ცდილობთ დაივიწყოთ?
- ჩემი მშობლიური ქალაქი ტყვარჩელი კოდორის ხეობასთან ახლოს ბლოკადაში იყო, ამიტომ ვერ ვახერხებდით გამოსვლას, ასე რომ, ორი წელი ომი გადავიტანეთ. ჩვენ წინ უშველებელი სასტუმრო იდგა, რომელიც თითქმის მთლიანად დაბომბეს. მკაფიოდ მახსოვს, რომ მეხუთე სართულზე ჩვენს ბინაში ერთი ნამსხვრევი შემოვარდა... იქ საშინელი რამეები ხდებოდა. საავადმყოფოს სატვირთო მანქანები მოადგა. მათ გარშემო დავრბოდით, გვაინტერესებდა. ძარა გახსნეს და იქ დაფლეთილი ჯარისკაცების გვამები იყო - უხელოების, უფეხოების, უთავოების. მაშინ ბევრი არაფერი გვესმოდა... არავის ვუსურვებ ასეთი რამის გამოცდას. თუმცა ის, რაც გადავიტანეთ, ოპტიმიზმსა და ცხოვრებისეულ ძალას გვმატებს. ომთან შედარებით ხომ ყველაფერი სისულელედ გეჩვენება. რუსეთში რომ გადმოვედით, საშინლად გაგვიჭირდა. ლტოლვილები უცხო ქვეყანაში, საბუთების გარეშე. ცხრა წელი ნაქირავებ ბინებში დავწანწალებდით, დედ-მამა სამ-ოთხ სამუშაოზე დადიოდა, რომ ოჯახი გამოეკვება. რთულად ვცხოვრობდით.
- ახლა ხშირად ჩადიხართ აფხაზეთში?
- მშობლები ყოველ წელს დადიან, მე - უფრო იშვიათად, დრო აღარ მაქვს. შარშან ვიყავი, იქ ნათესავები მყავს, ბებია.
- დედათქვენი რუსია, მამა აფხაზი. თქვენ რა ეროვნებისად მიგაჩნიათ თავი?
- კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა პრინციპში ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, ''არა, შენ ქართველი ხარო'' , - არ ვიუარებ. როგორც უნდათ, ისე იფიქრონ. თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები.
- რუსეთში თუ გქონიათ რასიზმის გამოვლენასთან საქმე?
- არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გარეგნობის დამსახურებაა. მე რომ კავკასიური გარეგნობა მქონდეს, პრობლემა მექნებოდა. რუსეთში ამის გამო სულ პრობლემაა. ერთმანეთს სულ მიუთითებენ ნაციონალობაზე. შენ უზბეკი ხარ, შენ კი - კავკასიელი. როცა ეს რასიზმი დასრულდება, რუსეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა იქნება.

Rating

- რუსეთს აღიქვამთ უკვე საკუთარ ქვეყნად?
- რა თქმა უნდა. უკვე ამდენი წელია აქ ვარ. აფხაზეთიც მიყვარს, ძალიან ლამაზია. კეთილი ხალხია, გულისხმიერი, ყოველთვის დაგეხმარებიან ყველაფერში. და ყველა დაიღალა ომით, ყველას სიმშვიდე უნდა. იქ ახლა შედარებით სიწყნარეა, გზებიც გააკეთეს - რუსები ხომ იქ ისვენებენ.
- რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად, სხვა ქვეყანაში რომ იწყებდით ცხოვრებას?
- მაშინ ძალიან გვიჭირდა და სკოლაში ხშირად დაგვცინოდნენ. იმიტომ, რომ მაგალითად, არ მქონდა კარგად ჩაცმის შესაძლებლობა. სულ ვჩხუბობდი, ძმასაც კი ვიცავდი. ეს მაშინაც არ მომწონდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საფულეში ფულის რაოდენობა კი არ განსაზღვრავს ადამიანს, არამედ ის, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.
- რატომ აირჩიეთ ფეხბურთი?
- არ ამირჩევია, უბრალოდ, ცხოვრებაში ყველას რაღაც აქვს განკუთვნილი. რა არ გამიკეთებია, ყველაფერი გამომდიოდა, ყველა შეჯიბრებას ვიგებდი, მასწავლებლებიც მაქებდნენ. მერე კი უცებ ყველაფერს შევეშვი - კალათბურთს, ძიუდოს, კრივს... ფეხბურთი კი დარჩა. ალბათ, ასე იყო საჭირო. მეშვიდე კლასში სკოლიდან გამოვედი და კრასნოდარში გავეშურე სათამაშოდ.
- მშობლებმა არ გააპროტესტეს, 12 წლის შვილმა რომ დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება?
- რუსულ ქალთა ფეხბურთში ეს მიღებული ამბავია. წამოვედი და არა მარტო საკუთარ თავს უზრუნველვყოფდი, დედასაც ვუგზავნიდი ფულს. თუმცა დედა თავიდან ფეხბურთის წინააღმდეგი იყო, ვატყუებდი, რომ პურზე მივდიოდი, სინამდვილეში კი ვარჯიშზე გავრბოდი.
- ხელზე ტატუირება გაქვთ - უსაქმურობისგან, სილამაზისთვის თუ აზრიანია?
- მინდოდა, ერთ ხელზე ბლაცკ დამეწერა, მეორეზე - წჰიტე. იმიტომ, რომ კავკასიური ეროვნების ვარ, ჩვენ კი შავებს გვეძახიან, მაგრამ ქერა ვარ. ჯერ ერთი გავიკეთე, მეორე ხელზე ჯერ ვფიქრობ. მხარზე გული კი სამახსოვრო ტატუა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
gunner
ეს იცით რისი ბრალია? ჟიმნი მებონია რომ ღადაობს მოსკოვები და დონეცკებიო! აი ეგეთი იქნება მამამსი! რუსეთს თვლიდა სამშობლოს და არა საქართველოს და ეს გოგოც ეგრეა აღზრდილი! აბა სადაური აფხაზია თოდუა?! არ უნდა იცოდეს შვილმა რომ აფხაზი კი არა ქართველია?!
11:35 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბიძინა
ეგეთი сучкебис-ის გამო გაიყიდა საქართველო!!! ელვირას ნამდვილი ქართველი კაცი ესაჭიროება!!
17:14 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
გვარი გამოიცვალე სასწრაფოდ სანამ ვინმემ არ მიგახრჩო სამარცხვინო წაკლა
15:23 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე-ს
ინტერვიუ რუს ჟურნალისტს აქვს აღებული და რატომღაც, რომ რუსმა შეუსწოროს. პირიქით, გაუხარდებოდა. ეს ნათარგმნია ჩვეულებრივ, ქართველების ინტერვიუ კი არ არის. ძალიან არ შერცხვეს ახლა რუს ჟურნალისტს შენი სიტყვების გამო
12:08 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბლა ბლა
ბუმბააა ქართველი ხარ და ქართველები გეზიზღება?? აი მე კიდევ რიგით ქართველს მცხვენია რომ შენნაირი ქართველები არსებობენ , შენნაირი და ამ ქალისნაირი.
10:45 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
MჩODNE
მეგრელები ნახევარი აფხაზობდნენ სოხუმში ტყვარჩელში კი მეტიწილი,მეც ბევრჯერ მომსვლია კამათი ქართველი გვარი გაქვთ აფხაზი როგორ ხარ მეთქი,რა ვიზამთ მიტომ ვართ დაბნეულები არ ვართ გმტანი ერი სამწუხაროაამ გოგოს წარმატებებს ვუსურვებ ცოდვა ბევრი ტანჯვა უნახავს
02:32 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
გოგო რო დეგენერატია ფაქტია. ომის მსხვერპლიც ბევრია და ცუდ სოციუმში გაზრდილი მენტალიტეტშეცვლილი ტიპებიც, მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებს ქართული ჟურნალი და ჟურნალისტი რატომ ინტერესდება ამ გოგოთი. და მითუმეტეს ელემენტარულად იმასაც კი არ უსწორებს რო აფზაზეთი თუ არა სამეგრელო მაინც საქართველოს ტერიტორიაა და მეგრელი ვარო რო გაკივის შესაბამისად ამბობს რო ქართველია. ჟურნალისტების სირცხვილია ამის ინტერვიუ თორე ერთი ამის კარგიც..
00:33 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
arsena
რას ერჩით როგორიც გაზარდეს ისე ფიქრობს , გაიზრდება ჭკვაში ჩავარდება გაიგებს სიმართლეს
00:04 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
galski
ტიპიური გააფხაზებული ქართველი ანუ იგივე მეგრელი,მაგრად ამახინჯებს ფაქტებს ეს ერთუჯრედიანი მოღალატე,1 წელი იყო ომი და არა 2,მერე მაგ ომის შედეგად მოხდა ქართველების გენოციდი და ეთნოწმენდა,მარტო რაც გალის რაიონში უდანაშაულო,უიარაღო მშვიდობიანი ადამიანი ჩახოცეს აფხაზებმა ის ეყოფათ საუკუნო ცოდვად
22:19 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ბუმბაა, ნაგავი ხარ მარტო შენ.
21:28 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS