28 ნოემბერი, 2013
რატომ ვერ იტანს ქართველებს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ელვირა თოდუა
ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში ეს გოგონა წარმოშობით საქართველოდანაა. ელვირა თოდუა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეა. მას არა მხოლოდ ნაკრების ხუთ ულამაზეს ფეხბურთელს შორის ასახელებენ, არამედ ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენადაც მიიჩნევენ.

წელს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ლამაზმან ფეხბურთელ გოგონათა ხუთეულშიც მოხვდა. გარდა გარეგნული მონაცემებისა, რასაკვირველია, პროფესიონალიზმის გამოც სცემენ პატივს - ელვირა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ არის აღიარებული.

სპორტსმენი წარმოშობით ტყვარჩელიდან არის და ომის შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. 1986
წლის 13 იანვარს დაიბადა. ტყვარჩელში შვიდ წლამდე ცხოვრობდა. ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.

ამჟამად კლუბ ''როსიანკაში'' თამაშობს, 2003 წლიდან ნაკრების მთავარი მეკარეა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია. რამდენჯერმე მოიპოვა რუსეთის საუკეთესო მეკარის წოდება და რუსეთის ჩემპიონობა.

Rating

ელვირას პოპულარობა მისმა ქალურმა ეშხმაც განაპირობა, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ფოტოსესიებში, თუმცა თვითონ აღიარებს, რომ ეს პროცესი დიდად არ მოსწონს. ''არ მშურს ფოტომოდელების.

ჩემი აზრით, გაცილებით იოლია რამდენიმე მატჩის თამაში'', - ამბობს ელვირა. ამ გარეგნობის მიუხედავად, მისი გარშემო მყოფნი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ელვირას საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვს.

მიზანდასახულია და არ კარგავს სპორტულ ფორმას. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან გულწრფელი და პირდაპირია, ამიტომ უყვართ ჟურნალისტებს მასთან საუბარი. თუმცა რასაც ის საქართველოსა და ქართველებზე ამბობს, სამწუხაროდ, არც ისე კარგი მოსასმენია და დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან:

- ელვირა, ცნობილია, რომ ომის დროს წამოხვედით აფხაზეთიდან. გახსოვთ რაიმე იმ დროიდან თუ ცდილობთ დაივიწყოთ?
- ჩემი მშობლიური ქალაქი ტყვარჩელი კოდორის ხეობასთან ახლოს ბლოკადაში იყო, ამიტომ ვერ ვახერხებდით გამოსვლას, ასე რომ, ორი წელი ომი გადავიტანეთ. ჩვენ წინ უშველებელი სასტუმრო იდგა, რომელიც თითქმის მთლიანად დაბომბეს. მკაფიოდ მახსოვს, რომ მეხუთე სართულზე ჩვენს ბინაში ერთი ნამსხვრევი შემოვარდა... იქ საშინელი რამეები ხდებოდა. საავადმყოფოს სატვირთო მანქანები მოადგა. მათ გარშემო დავრბოდით, გვაინტერესებდა. ძარა გახსნეს და იქ დაფლეთილი ჯარისკაცების გვამები იყო - უხელოების, უფეხოების, უთავოების. მაშინ ბევრი არაფერი გვესმოდა... არავის ვუსურვებ ასეთი რამის გამოცდას. თუმცა ის, რაც გადავიტანეთ, ოპტიმიზმსა და ცხოვრებისეულ ძალას გვმატებს. ომთან შედარებით ხომ ყველაფერი სისულელედ გეჩვენება. რუსეთში რომ გადმოვედით, საშინლად გაგვიჭირდა. ლტოლვილები უცხო ქვეყანაში, საბუთების გარეშე. ცხრა წელი ნაქირავებ ბინებში დავწანწალებდით, დედ-მამა სამ-ოთხ სამუშაოზე დადიოდა, რომ ოჯახი გამოეკვება. რთულად ვცხოვრობდით.
- ახლა ხშირად ჩადიხართ აფხაზეთში?
- მშობლები ყოველ წელს დადიან, მე - უფრო იშვიათად, დრო აღარ მაქვს. შარშან ვიყავი, იქ ნათესავები მყავს, ბებია.
- დედათქვენი რუსია, მამა აფხაზი. თქვენ რა ეროვნებისად მიგაჩნიათ თავი?
- კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა პრინციპში ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, ''არა, შენ ქართველი ხარო'' , - არ ვიუარებ. როგორც უნდათ, ისე იფიქრონ. თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები.
- რუსეთში თუ გქონიათ რასიზმის გამოვლენასთან საქმე?
- არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გარეგნობის დამსახურებაა. მე რომ კავკასიური გარეგნობა მქონდეს, პრობლემა მექნებოდა. რუსეთში ამის გამო სულ პრობლემაა. ერთმანეთს სულ მიუთითებენ ნაციონალობაზე. შენ უზბეკი ხარ, შენ კი - კავკასიელი. როცა ეს რასიზმი დასრულდება, რუსეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა იქნება.

Rating

- რუსეთს აღიქვამთ უკვე საკუთარ ქვეყნად?
- რა თქმა უნდა. უკვე ამდენი წელია აქ ვარ. აფხაზეთიც მიყვარს, ძალიან ლამაზია. კეთილი ხალხია, გულისხმიერი, ყოველთვის დაგეხმარებიან ყველაფერში. და ყველა დაიღალა ომით, ყველას სიმშვიდე უნდა. იქ ახლა შედარებით სიწყნარეა, გზებიც გააკეთეს - რუსები ხომ იქ ისვენებენ.
- რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად, სხვა ქვეყანაში რომ იწყებდით ცხოვრებას?
- მაშინ ძალიან გვიჭირდა და სკოლაში ხშირად დაგვცინოდნენ. იმიტომ, რომ მაგალითად, არ მქონდა კარგად ჩაცმის შესაძლებლობა. სულ ვჩხუბობდი, ძმასაც კი ვიცავდი. ეს მაშინაც არ მომწონდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საფულეში ფულის რაოდენობა კი არ განსაზღვრავს ადამიანს, არამედ ის, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.
- რატომ აირჩიეთ ფეხბურთი?
- არ ამირჩევია, უბრალოდ, ცხოვრებაში ყველას რაღაც აქვს განკუთვნილი. რა არ გამიკეთებია, ყველაფერი გამომდიოდა, ყველა შეჯიბრებას ვიგებდი, მასწავლებლებიც მაქებდნენ. მერე კი უცებ ყველაფერს შევეშვი - კალათბურთს, ძიუდოს, კრივს... ფეხბურთი კი დარჩა. ალბათ, ასე იყო საჭირო. მეშვიდე კლასში სკოლიდან გამოვედი და კრასნოდარში გავეშურე სათამაშოდ.
- მშობლებმა არ გააპროტესტეს, 12 წლის შვილმა რომ დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება?
- რუსულ ქალთა ფეხბურთში ეს მიღებული ამბავია. წამოვედი და არა მარტო საკუთარ თავს უზრუნველვყოფდი, დედასაც ვუგზავნიდი ფულს. თუმცა დედა თავიდან ფეხბურთის წინააღმდეგი იყო, ვატყუებდი, რომ პურზე მივდიოდი, სინამდვილეში კი ვარჯიშზე გავრბოდი.
- ხელზე ტატუირება გაქვთ - უსაქმურობისგან, სილამაზისთვის თუ აზრიანია?
- მინდოდა, ერთ ხელზე ბლაცკ დამეწერა, მეორეზე - წჰიტე. იმიტომ, რომ კავკასიური ეროვნების ვარ, ჩვენ კი შავებს გვეძახიან, მაგრამ ქერა ვარ. ჯერ ერთი გავიკეთე, მეორე ხელზე ჯერ ვფიქრობ. მხარზე გული კი სამახსოვრო ტატუა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 66 /
თიკო
უვიცი ხარ შენ ქალო, თოდუა თურმე ქართული გვარი არ ყოფილა,შე ცოდო
21:12 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
taso
მურე ელვირა :D :D :D ქართველები თუ არ გიყვარს ამ ჩვენს ჭაღარას. ისემც გიქნია ბურთს ტრაკ..ა და ხელებში ვეღარ იგერიებდე და არა მარტო ბურთს :D
20:59 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გალელ მეგრელებს აფხაზებმა შესთავაზეს გრაფაში "ეროვნება", ჩაეწერათ "მეგრელი". გალელთა მხოლოდ 3-4%-ი დაითანხმეს ამაზე, ხოლო დარჩენებმა, მიუხედავად ზეწოლისა, ჩაწერეს "ქ ა რ თ ვ ე ლ ი". ეს გმირობის ტოლფასია, პათეტიკის გარეშე, რადგანაც ეს დატანჯული ხალხი იქ სრულიად დაუცველია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი ტელევიზიით და პრესით აფხაზები და რუსები ყოველდღე აწარმოებენ პროპაგანდას: მეგრელი სხვაა და ქართველი სხვაო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. თუმცა, შენს შემთხვევაში გამუვიდათ. ამას წინათ, ბაზარში შევესწარი კამათს, ვიღაცეები მეგრელ მოვაჭრეებს ადანაშაულებდნენ: თქვენს გამო დაიკარგა აფხაზეთიო, აფხაზებად ეწერებოდითო, ქართულად არ ლაპარაკობდითო, რუსულ სკოლაში დადიოდითო, არ იომეთო და ა.შ. იქ ერთერთმა მეგრელმა მოვაჭრემ პასუხად ვეხისტყაოსნიდან ვრცელი ნაწყვეტი წაუკითხა ზეპირად, მერე ყველაზე ყეყეჩ "პროკურორს" უთხრა, ეხლა შენ თქვი რაიმე ლექსიო. ყეყეჩმა ცხადია ვერაფერი თქვა...აი ეს კი მისი ძლიერი მხარე არ აღმოჩნდა. მე ოჯახის წევრი და ნათესავები დავკარგე ომში და მაშინ შენ სად იყავიო? - ჰკითხა ქალმა. "პროკურორმა" მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა: მე ვიცი სადაც ვიყავიო... ტიპიური მაგალითია, სამწუხაროდ! მე არ შემხვედრია მეგრელი, რომელიც ქართველად არ აღიქვამდეს თავს (შეიძლება სადმე კიდევაც არსებობს იშვიათი გამონაკლისი), მაგრამ, სამწუხაროდ შემხვედრია ყეყეჩების რაღაც რაოდენობა, რომელიც დაუმსახურებლად პროკურორობს მეგრელების წინააღმდეგ. აი ესეთები კი ნამდვილად საქართველოს მტრები არიან. უსათუოდ, უფრო დიდი მტრები, ვიდრე მაგალითად ვლადიმერ ვლადიმეროვიჩია.
19:38 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მდაა
ალაბთ ცბიერობა და ეშმაკობა (მაპატიოს მეგრელებმა ნუ ყველას არ ეხება)მეგრელებისგან ქონდა ნანახი და გაგონილი,აფხაზეთში ხომ ბევრნი იყვნენ,ეს გოგო დარწმუნებული ვარ სხვაგან ნამყოფი არ იქნებოდა მითუმეტეს ძაან პატარა იყო ომი რომ დაიწყო.ამიტომ თუ რომელიმე მეგრელს ეწყინება პასუხი თქვენში ეძებეთ დღეში :ბაზარში,ტაქსში ქუჩაში და ზოგადად ვაჭრობაში რამდენ გაჭირვებულს ატყუებთ,(ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი და კინაღამ გავპუტე მაგის გამო)
16:23 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლენჩია ეს გოგო
რატომ გიკვირთ მისი უვიცობა,12 წლიდან ბურთის ჭერის მეტი არ უცდია,ამ რუსის ნაშიერს წიგნი ეჭირა ისტორიული და გაეგო ვისი გორის იყო არ უნდოდა?ვაი მაგ უბედური ფეხები უნდა მოამტვირიო ოდესმე თუ მოუნდება აქ ჩამოსვლა
16:17 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუმბააა ს და Iნკოგნიტო -ს
წინაპრები გაგეკითხათ ერთი მეეჭვება სულით და ხორცით ქართველი და პატრიოტი მასე ამბობდეს თავის ერზე გული მერევა თქვენნაირ ქართვებესზე რით განსხვავდებით იმ ქართველებისაგან ვის გამოც გრცხვენიათ ქართველობა? არც არაფრით იმათზე უარესები ხართ შადიმან ბარათაშვილებს რა დალევს ამიტომაც მიდიოდა ჩვენი საქმე უკუღმა და ეხლაც მიდის
16:11 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰ
ბურთი უნდა უტენო უკანალში მერე იქნებ აზრზე მოვიდეს ეგ სუჩკა,გვარი მაინც გადიაკიეთოს მაგ უწიგნურმა თუ ესირცხვება წარმომავლობა,რუსებს რომ უძვრება უსაპნოდ,როგორ ეტყობა რომ ტვინი აქვს მშობლებისჰან გამორეცხილი,იცოდა რომ რომ ექართველა ვერფერს მიაღწევდა.
16:04 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ზვიად ზიზიგური
რაც უნდა ის ილაპარაკოს. კარგი გასაჟიმი რომმარის, ეს ფაქტია. ისე რა გიკვირთ ვერ გავიგე. თყვქრჩელში გაზრდილი თოდუა კი არა, ზუგდიდში გაზრდილი თოდუასაგან გაიგონებ მეგრელი ვარო. ჩვენ კი ქართიშებს გვეძახიან (არა იმერელს, არა კახელს, არა რაჭველს და ა.შ.)
16:04 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
sano
რა გიკვირთ ამ გოგოს რაც მშობელმა ჩააგონა იმას ამბობს,რა ჭკადუები არ აფხაზობენ?თუ წერეთლები და წურწუმიები?გვარს არ აქვს მნიშვნელი და იმედია თუ ნორმალურ ქართველი ხალხის გვერდით აღმოჩნდება ის აუცილებლად გაიგებს ვინ არის და რა გორისა
14:48 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოოო
ამ გოგოს თავის გვარის წარმომავლობა არ სცოდნია,მოიძიოს და ნახავს,რომ თოდუა ქართველია და არა აფხაზი,ისიც არ სცოდნია,რომ ქართველი და მეგრელი ერთდაიგივეა,თოდუა ქართული კი არა მეგრული გვარიაო,ვაი მის პატრონს,ცბიერები ქართველები კი არ არიან,ცბიერი წინაპარი ყოლია რახაცის გამო აფხაზად რომ ჩაიწერა თავი
23:23 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS