18 ივნისი, 2017
ქართველი მოდელი "D&G"-ს ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას
ანა ახვლედიანის შემდეგ, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, "D&G"-ს ყურადღების ცენტრში, გიგა ლაზარიშვილი მოექცა. ქართველი მოდელი, "D&G"- ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გიგა სოციალურ ქსელში წერს.

“მიკვირს ჩვენი ქართველი ხალხის ძალიან! ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა უარყოფითის, რატო არ ვაფასებთ ერთმანეთს! ძალიან მეზარება ვრცლად დავწერო რამე… ერთ შეხვედრას გავიხსენებ ვისაც დახმარება ვთხოვე მილანში მოვხვედრილიყავი და ასე მითხრა : მილანში ვერაფრით გააოცებ შენი ვიზუალით, იქ ბევრია შენნაირი- კარგად მახსოვს ეგ საუბარი თუმცა იმედი არ გადამიწურია. მოკლედ მე ჩემით
მოვახერხე ყველაფერი და მოვხვდი D&G ყურადღების ცენტრში! თუ ვინმეს რამე არ სჯერა ძალიან არ მაინტერესებს… ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი შესაძლებლობებით.  მე ნოემბერში გამოვდივარ D&G ჩვენებაზე, შეხვედრამ ძალიან წარმატებით ჩაიარა, უფრო მეტიც გუშინდელ ივენთზე მე კარგად ვჩანდი. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მარში მიდგას"-წერს მოდელი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
boxosda
ზევით "ნატალის" ტიმნატა რა არის? წემნო? ქართველი მოდელის წარმატება მიხარია! მუდამ წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნა გიგას!
22:10 / 24-09-2017
გამოხმაურება / 0 /
იამზე
მიხარია და როგორ მიხარია
21:20 / 01-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთევან
მიხარია, გიგა, შენი წარმატება, გისურვებ წინსვლას...
20:57 / 01-09-2017
გამოხმაურება / 0 /
თამო
გიგა ყველა ნორმალურს გაუხარდება შენი წარმატება.კარგად გიცნობ და დარწმუნებული ვარ შენს შესაძლებლობებში,წარმატებები ჩემო კარგო.
16:46 / 01-09-2017
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
გიგა ჯიგარი ხარ, წარმატებები
17:18 / 31-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS