17 ივნისი, 2017
ქეთა თოფურიას ქალიშვილის გრანდიოზული დაბადების დღე
ქეთა თოფურიას ქალიშვილი, ოლივია გეიხმანი დღეს ორი წლის გახდა. პატარას დაბადების დღეს ქეთა საქართველოში იხდის.

წყნეთში მდებარე აგარაკი, ქეთამ სადღესასწაულოდ მოაწყო და ქალიშვილის დაბადების დღეზე, მისი მეგობრები მოიწვია.

ოლივიას დაბადების დღისთვის კაბა სპეციალურად შეუკერეს, კაბის დიზაინზე jylidecor-მა იზრუნა, ხოლო ღონისძიებას ორგანიზება ივენთ-კომპანია team4events-მა გაუწია.

ოლივიას დაბადების დღეზე, ეზო სადღესასწაულოდ მოირთო, ბავშვების გართობაზე კი მულტფილმის გმირები ზრუნავენ.



Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS