საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი
ვიქტორ სანიკიძე დაოჯახდა. 31 წლის სპორტსმენის რჩეული მაი ბიწაძეა. წყვილის ურთიერთობა სულ რამდენიმე თვეა გრძელდება,
რამდენიმე დღის წინ კი ვიქტორი და მაი დაინიშნენ. ნიშნობის ბეჭდის ფოტო სპორტსმენის რჩეულმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ვიკა სანიკიძეს მომავალი მეუღლე, ნიკა ცქიტიშვილის ცოლმა გააცნო. სოფო გოგებაშვილი და მაი ბიწაძე მეგობრები არიან.
