28 ნოემბერი, 2013
თამუნა ლეკვეიშვილს მესამე შვილი შეეძინა
''რეიტინგის'' სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ თამუნას მესამე შვილის შეძენას.
''კომედი შოუს'' მსახიობი და ''ვანო ჯავახიშვილის შოუ'' -ში ბენდის ხელმძღვანელი თამუნა ლეკვეიშვილი მესამედ გახდა დედა.

თამუნა ორსულობას იმდენად კარგად ნიღბავდა, რომ ბოლო თვეებამდე ამ ამბის შესახებ მაყურებელმაც კი ვერაფერი შეიტყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებდა.

თუმცა, ერთი დეტალი აუცილებლად უნდა აღვნიშნო... მართალია, ფეხმძიმობას მალავდა, მაგრამ ''ვანოს შოუდან'' ცნობილი გახდა, რომ მესამე შვილს ელოდებოდა...

Rating

ერთი კვირაა, რაც იუმორისტი სკეტჩებიდან გაქრა, მიზეზი კი საპატიო გახლავთ.
თამუნამ 25 ნოემბერს დავით გაგუას სახელობის კლინიკაში გოგონა გააჩინა, რომელსაც ელენე-ნენე დაარქვეს, პატარა 4 კილოგრამს იწონის და 51 სმ-ია.

მართალია, გვინდოდა, თამუნასთვის პირადად მიგველოცა პატარის შეძენა, მაგრამ ტელეფონს არ უპასუხა.

Rating

შეგახსენებთ, რომ მსახიობს ნენეს გარდა ორი შვილი - ნინა და ნიკოლოზი ჰყავს, ახლა კი მათ ოჯახს პატარა ნენეც შეუერთდა.

''რეიტინგის'' სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ თამუნას მესამე შვილის შეძენას.

ციცი ომანიძე
სპეციალურად რეიტინგის საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მარი
გილოცავ თამუნა ამ დიდ ბედნიერებას.დიდი გოგო გაიზარდოს.უფალი გფარავდეს შენ და შენს ოჯახს.
14:04 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
გილოცავ,ღმერთო ამრავლე ქართველები
12:55 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელი
გილოცავთ, თამუნა! კიდევ გააჩინე შვილები, გაამრავლე ერი! დარწმუნებული ვარ, კარგი დედა იქნები
12:12 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
გმერტმა ჯამრტელი და ბედნიერი გაგიზარდოს.გილოცავტ.
12:12 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბებე
რა საყვარელია,სასახელო გაიზარდე პატარავ.
11:37 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
გილოცავთ ბედნიერი და ჯანმრთელი გაიზარდოოოოს
10:36 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუცა
გილოცავ! ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს.
21:20 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სტუმარი
:)
15:02 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS