"ძალიან კარგია, როცა "X ფაქტორში" გიორგი გაბუნიამ ამღერა ბავშვებს ქართული სიმღერა. ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ამღერებ ბავშვებს ძველ ქართულ სიმღერებს და გინდა რომ მაყურებელმა დააფასოს და შეიყვაროს ასეთი სიმღერები, მაშინ უნდა ამღერო თანამედროვე ვერსიით, ან თანამედროვე ახალი სიმღერები.
მე მგონი დრო მიდის წინ და არა უკან და ჩვენც უნდა მივყვეთ ამ დროს, ამიტომ ხალხს უნდა დაანახო და მოასმენინო რამე ახალი, კარგი, ხარისხიანი ქართული მუსიკა.