"ვალერი გერგიევთან არასდროს დავუკრავ არა მარტო იმიტომ, რომ ის პუტინის მეგობარია. მეგობრობა ისეთი რამაა, რომელშიც შეზღუდვა არ არსებობს, ადამიანი მეგობრობს იმასთან, ვისთანაც სურს. ვალერი გერგიევი ჩემთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას.
ვლადიმერ პუტინი პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს. მას ოკუპირებული აქვს ჩემი სამშობლო – საქართველო, ახდენს უკრაინის ანექსიას,
მე ვარ საქართველოს და ასევე მსოფლიოს მოქალაქე, ამიტომ ვალდებული ვარ ვთქვა, რომ არსებობს პრობლემები და პირადად ჩემთვის ისინი მიუღებელია"–განაცხადა ბუნიათიშვილმა.