სალომე ასათიანის და გოგი გვახარიას გადაცემები დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად სალომე ასათიანი ავრცელებს. "ესეც ასე ;) დაიხურა ჩვენი გადაცემები"-წერს სალომე.
რა გახდა გადაცემების დახურვის მიზეზი წამყვანებისთვის უცნობია.
"რადიო თავისუფლების" ორი გადაცემა, "წითელი ზონა" და "ინტერვიუ" ივლისის შუა რიცხვებიდან ეთერში აღარ გავა.