13 ივნისი, 2017
კეიტ პერიმ ქართველი დიზაინერების სამოსი მოირგო
ქართველი დიზაინერები სულ უფრო მეტად იქცევენ, მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავების ყურადღებას.

დევიდ კომას, ირაკლი ნასიძის, დემნა გვასალიას და სხვა ცნობილი დიზაინერების შემდეგ, მსოფლიოს ვარსკვლავმა კეიტ პერიმ ქართველი დების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების მიერ შექმნილი ვერცხლისფერი ბრჭყვიალა კოსტიუმი მოირგო.

ფოტოსა და ვიდეოს კონცერტიდან, სადაც პერის ქართული ბრენდის სამოსი აცვია Mach & Mach-ის გვერდი აქვეყნებს.
სოციალურ ქსელში ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS