მოგვიანებით გაირკვა, რომ გივი სიხარულიძეს ''ფეისბუქის'' გვერდი საერთოდ არ აქვს და ვიღაც თვითმარქვია ცდილობდა, ხატიას ყურადღება გივის სახელს ამოფარებულს მიექცია.

''ნიჭიერის'' ლაივ კონცერტების დაწყებისთანავე ყველა ხატიას მკერდზე ალაპარაკდა. საკონცერტო დარბაზში შემოსულ
''ფეისბუქზე'' ოპერატიულად შეიქმნა სხვა და სხვა შინაარსის გვერდი. ზოგი აღფრთოვანებული საუბრობდა ხატიას მკერდზე და ზოგიც ამბობდა- ბევრს მაგარი მკერდი გვაქვს, მაგრამ არ ''ვამარიაჟებთო~. თუმცა ხატიას ბევრი იცავდა და ხალხის აგრესიას გოიმობას აწერდა.

მათ რიცხვში იყვნენ ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი, მამულიჩა, როსტო და ნინო დარასელი. ზოგმა ხატიას მხარდასაჭერად ბიუსტჰალტერის გარეშე ფოტოების გადაღებაც დაიწყო.
ალბათ გახსოვთ, სერიალ ''გოგონა გარეუბნიდან'' მთავარი როლის შემსრულებელი თინა მახარაძე. თინამ ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა ''ფეისბუქზე'' თავისი ფოტო და კომენტარიც გააკეთა, სად იყო ხატია ბუნიათიშვილი, ჩვენ რომ ვაჯაზებდითო.

მართალია, თინა ბოლო დროს ეკრანზე აღარ ჩანს, მაგრამ ფოტოდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძველებურად კარგად გამოიყურება. თინა მახარაძეს არ ჩამორჩა ბლოგერი დოდი ხარხელი, რომლის ფოტომაც ერთ დღეში უამრავი ლაიქი დაიმსახურა.

ხატიას ასეთი მეთოდით მხარდამჭერთა შორის იყო ნინო ჭელიძეც, რომელიც სოციალურ ქსელში ''სექსი ბიცოლათია'' ცნობილი და სახელი მიხეილ სააკაშვილის ფოტოების შეგროვებით გაითქვა.
ნინო ფოტოზე ლიფის გარეშეა, მაგრამ საფირმო პიჯაკი აცვია. ნინოს ''გაბედული'' საქციელი კი მოუწონეს, მაგრამ პიჯაკმა კრიტიკა დაიმსახურა, მხარს თუ უჭერდი ხატიას, პიჯაკს რაღას იცვამდიო, - წერდნენ უკმაყოფილო მამაკაცები.

ხატიას მხარდასაჭერად მამაკაცებმაც კი შიშველი ფოტოს გადაღება დაიწყეს. ზოგს, წელს ზემოთ შიშველს, პლაკატები ამშვენებდა ''არა ლიფს'', ზოგიც თავად პოზირებდა ფოტოობიექტივის წინ. მათ შორის იყო ''ჯეო-ბარის'' ერთ-ერთი მონაწილე ყვავაც.

მოკლედ, მესამე დღეა სოციალურ ქსელში ხატიას მკერდი ყველაზე პოპულარულ თემად რჩება. ეს ამბავი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზვიგენის გარდაცვალების თემამ დაჩრდილა.
ზოგი იმასაც ეჭვობდა, რომ მკერდის გამო ატეხილი ვნებათაღელვა ''ნიჭიერმა'' ხელოვნურად მოაწყო და რომ ხატია ასე თამამად პროექტის რეიტინგისთვის მოიქცა. მაგრამ თუ ხატიას ფოტოებს გადავხედავთ, აშკარა გახდება, რომ პიანისტი ბიუსტჰალტერს პატივს არასდროს სცემდა და რომ ეს სამოსი მისთვის ყოველთვის ზედმეტი იყო.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის