11 ივნისი, 2017
"მე რატო არავინ არაფერს მიდებს?" - იუნა შაფათავას პოსტი, რომლის გამო მსახიობს "ფეისბუქზე" დასცინეს
"ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებას უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ქვეყნის პირველი პირებიც გამოეხმაურნენ.

საკუთარი აზრი სოციალურ ქსელში, ამერიკაში მცხოვრებმა მსახიობმა იუნა შაფათავამაც დააფიქსირა, რის გამოც მას მკაცრად აკრიტიკებენ.

"თეთრი ხმაური" ანტისახელმწიფებრივი ინერესებიდან მოქმედი ირგანიზაციაა ქვეყნის დესტაბილიზაციაზე მიმართული. ვერ ვხედავ გმირობის შემადგენლობას და ცოტა შემოილაწუნეთ თვალი ყური გაახილეთ. ხმაური უნდა გეკუვთვნოდეს, რომ იხმაურო.

აქ საქმე ჩადება-არჩადებაში არ არის. ეს ვითომ "კაი ბიჭები" საიდან და რა მიზნით მოქმედებენ, ყველამ იცის. სანამ იხმაურებთ, ხმაური უნდა გეკუთვნოდეს.

იაფი და
უნიჭო პროვოკაცია გმირობა არ არის. გმირი ბევრი ყავს უცნობი, საქართველოს. ესენი არიან ლაყე პროვოკატორები.

ესაა ჩემი პოზიცია.

მშვიდობა საქართველოს და საქართველო უპირველეს ყოვლისა" - დაწერა შაფათავამ სოციალურ ქსელში.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ იუნას სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, მას დებილქალი უწოდეს, ხოლო პოლიციელები მუსიკოსებისთვის ნარკოტიკის "ჩადებაში" დაადანაშაულეს.

"რა ვიცი მე რატომ არავინ არაფერს "მიდებს"? - ასე დაასრულა იუნა შაფათავამ ინტერნეტ-მომხმარებლებთან კამათი, რის გამოც მას სოციალურ ქსელში დასცინიან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნაკა
რას ამბობთ ,,არ მიდებენო?,,მაგის დეფიციტს განიცდით თქვენ? გრცხვენოდეთ ჰა,ჰა,ჰა
18:45 / 11-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
უწესრიგო ქვეყანაში წესრიგის დამცველები რომ არ უყვართ გასაკვირია?
18:02 / 11-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS