10 ივნისი, 2017
ვისთან მეგობრობს ქეთა თოფურია რუსეთში?
ქეთა თოფურია რუსეთში 2004 წელს გაემგზავრა და "ა სტუდიოს" სოლისტი გახდა.

გამგზავრებისას მან რუსული ენაც კი არ იცოდა კარგად, თუმცა დასახული მიზნისთვის ბევრი იშრომა და უმოკლეს დროში, დიდი პოპულარობაც მოიპოვა.

ქეთას ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია და რუსეთში მეგობრებიც ადვილად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ მისი ახლო მეგობრები მოსკოვში მცხოვრები ქართველები არიან.

ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, მოსკოვში რამდენიმე წლის წინ გაემგზავრა.
ის პროფესიით დიზაინერია, საქართველოში ბრენდი "ატარე" ჰქონდა, თუმცა ცოდნის გაღრმავების მიზნით ყველაფერი დატოვა და რუსეთში
გაემგზავრა.

ქეთა და ნუცა ყველგან ერთად დადიან, ბერიძე მას გასტრლებზეც დაჰყვება.

ქეთა თოფურია ნუცა ბერიძეს მოსკოვურ რიტმთან შეგუებაში ძალიან დაეხმარა.



ქეთას და ნუცას მეგობარია, ინსტაგრამ ვარსკვლავი მიმი შელიაც.

მიმი შელია ყოველთვის მათთან ერთად არის.


გოგონები ერთად იმყოფებოდნენ, საახალწლო არდადეგებზე ტაილანდში. საიდანაც დაბრუნების შემდეგ, რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს ქეთა ტაილანდში რეპერ გუფისთან ერთად ისვენებდა.

მიმი შელიამ როგორც ჩანს მეგობრებს მიბაძა და ცოტა ხნის წინ, თავადაც დიზაინერობა დაიწყო.

ქეთას მეგობარია, რუსეთში აღიარებული ქართველი დიზაინერი ლიკა ალადაშვილი.

ლიკა მოსკოვში საცხოვრებლად 18 წლის ასაკში გაეგზავრა და საკუთარი ბრენდი likaforlika შექმნა.

ქეთა თოფურია ლიკასთვის მხოლოდ მეგობარი და მისი სამოსის აქტიური მომხმარებელი არ არის.


ტანსაცმლის საკუთარი ხაზის ketione-ს შემქნის შემდეგ ქეთა ლიკას პარტნიორი გახდა, და შეიქმნა ახალი ბრენდი lika4ketione და ვინც მოდაში ერკვევა ის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოიწონებს, რადგან ქეთას კაბებს ისეთ სტილს ვერაფერი აძლევს, როგორც ლიკას ფეხსაცმელები.








FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS