06 ივნისი, 2017
"...მთლიანობაში ეროვნების ბრალია" - ვისთან აქვს პრეტენზიები მერაბ ამზოევს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ
"რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორის" მეორე ლაივ-შოუ მოულოდნელი ფინალით დასრულდა. პროექტი მერაბ ამზოევმა დატოვა. ამბები.გე დაინტერესდა, რას ფიქრობს ყოფილი კონკურსანტი პროექტის დატოვების შემდეგ და რა პრეტენზიები აქვს პროექტის მესვეურებთან.

- როგორ ფიქრობ, რატომ მოგიწია პროექტის დატოვება?
- არ მინდოდა პროექტის დატოვება, მაგრამ ისეთი სიმღერა მომცეს, რომ ჩემს სტილში საერთოდ არ ჯდებოდა. რაც მე შევთავაზე, ის არ უნდოდათ, რომ მემღერა. მაშინვე ვიფიქრე, რომ ცდილობდნენ ჩემი რეიტინგი დაცემულიყო...

თუმცა მთლიანობაში მაინც ვფიქრობ, რომ ეროვნების ბრალია. ხმის მიცემის წესი საერთოდ
მიუღებელია ჩემთვის, როცა შენ შეგიძლია ერთი ტელეფონიდან გააგზავნო 7000 ზარი, რა რეიტინგზეა საერთოდ საუბარი?! მიუხედავად ყველაფრისა, გაკვირვებული არ ვარ იმით, რაც მოხდა...

სიმღერა არც ისე კარგად ვიმღერე, იმიტომ რომ არ იყო ეგ ჩემი სიმღერა და შეფასებაც ისეთი მივიღე, როგორიც უნდა ყოფილიყო. ეს კონკურსები რთულია იმ ადამიანისთვის, ვისაც აკონტროლებენ და ეუბნებიან, რა გააკეთოს. არ მიყვარს როცა მეუბნებიან - იქ წადი, აქ წადი, ის გააკეთე, ეს გააკეთე და ასე შემდეგ. ცხოვრების თავისუფალი სტილი მომწონს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Masho
Namdvilad susti shesruleba iyo. Zalian zlieri konkurentebi gyavdat da mat gajobes. Rac sheexeba tavisuplebis siyvaruls, konkursis garet shegizliat iyot tavisupali. Erovnebiz brali rom yopiliyo saertod ver moxvdebodit mand
16:13 / 09-06-2017
გამოხმაურება / 0 /
nin
შენ რომ უპირატესობა მოგანიჭეს სხვა ბიჭებთან შედარებით(რომლებსაც ასე აშკარადაც ნამდვილად არ სჯობდი) მაშინ ეროვნება სხვა გქონდა? კომპლექსებს მიხედე, თორემ წარმატებას ვერასდროს მიაღწევ.
14:39 / 09-06-2017
გამოხმაურება / 0 /
თეო
ყველანაირი სუმღერა უნდა იმღერო როცა ფინალში ყოFნა გინდა ძმაო ))) შენს სტილში საერთოდ არ ჯდებოდა და არჩევა სადაა)) )
16:24 / 08-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS