05 ივნისი, 2017
კოტე თოლორდავას დედა გარდაიცვალა - „წარმომიდგენია, როგორ ჩაეხუტებოდი იქ, იმ ზეციურ ქვეყანაში შენ მონატრებულ შვილს და მეუღლეს...“
მსახიობ კოტე თოლორდავას დედა, ლენა ხოშტარია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი მსახიობის უახლოესი მეგობარი მერაბ ჭიქაშვილი ავრცელებს.

"უფალმა ნათელში გამყოფოს, ულამაზესო და კეთილო ადამიანო...

წარმომიდგენია, როგორ ჩაეხუტებოდი იქ, იმ ზეციურ ქვეყანაში შენ მონატრებულ შვილს და მეუღლეს...

გარდაიცვალა კოტე თოლორდავას დედა, ლენა ხოშტარია", - წერს მერაბ ჭიქაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

კოტე თოლორდავა ორი წლის წინ მოსკოვში გაადაღებებზე ყოფნისას სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალების შემდეგ დედამისი ხშირად ავადმყოფობდა. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS