"გამარჯობა, მე ვარ თამუნა მუსერიძე, თუმცა ეს ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის. ნამდვილი სახელი და გვარი, სამწუხაროდ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 32 წლის წინ ჩემმა
2017 წელს საბედნიეროდ, უკვე აღარ არის ის მდგომარეობა, როდესაც დედებს უწევთ ბავშვების გაშვილება ან გაყიდვა, გამომდინარე იქიდან, რომ სირცხვილი ბავშვის გაჩენა საბედნიეროდ აღარ არის. ერთადერთი მიზეზი, ალბათ რატომაც მაინტერესებს ბიოლოგიური დედის ნახვა, არის იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომლებიც უკვე დაახლოებით ათი თვეა არ მასვენებს, გარდა ამისა, ალბათ მყავს და ან ძმა, რომლის გაცნობის სურვილიც მაქვს, მაგრამ გაარდა ამისა სავარაუდოდ შენ ქმარიც გყავს და არ გინდა ზედმეტი პრობლემები ოჯახში, არც მე მინდა ზედმეტი პრობლემები შეგიქმნა. მაგრამ, თუ ეს ვიდეო გაზიარდება და თუ ოდესმე ამ ვიდეოს ნახავ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისთვის რომ გამაჩინე, მეორე რიგში იმისთვის რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც შვილი არ უჩნდებოდათ დიდი ბედნიერება მიანიჭე, მესამე რიგში... ამას უკვე მაშინ გეტყვი, როცა შევხვდებით.
დაახლოებით ერთი თვეა, რაც "პროფილი" ეთერში გავიდა და მართლა მქონდა იმედი, რომ ვიღაც მაინც გამომეხმაურებოდა, თუმცა საერთოდ არავის დაურეკავს, არავინ გამოჩენილა, არავის მოუწერია.
თუ შენ ახლა მიყურებ და ფიქრობ, მე ის ვარ თუ არა, შეგიძლია, მშვიდად და ჩუმად გამომეხმაურო და მე პირობას გაძლევ, რომ პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნი და არავის არაფერს გავაგებინებ. აგრეთვე, გაძლევ პირობას, რომ არ გაგკიცხავ და არ გავბრაზდები.
გაურკვევლობის, დაძაბულობის და მუდმივად ფიქრის რეჟიმიდან შეგიძლია მიხსნა, ისევე როგორც საკუთარი თავი იხსენი 1984 წელს ზედმეტი კითხვებისგან. ვეძებ იმას, ვინც იმალება, მადლობელი ვარ სიცოცხლისთვის, კარგი ოჯახისთვის და დიდი მადლობელი დაგრჩები, თუ გადაწყვეტ და ანონიმურად მაინც გამომეხმაურები".
მერიემ კაკაურიძე