აქამდე, წინაშესარჩევ ტურებზე, თუ ია ფარულავა გვაოცებდა თავისი სკანდალურობით, ახლა ასპარეზი სხვას დაუთმო, რადგან ჟიურის ყველა წევრი მსოფლიოში ცნობილმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა დაჩრდილა.
შოუს დაწყებისას ხატიამ ჟიურის სხვა წევრების მსგავსად მაგიდამდე მისასვლელად მაყურებლებს შორის ვრცელი რიგი გაიარა. შეძახილების აპლოდისმენტების მიზეზი მხოლოდ მისი ძალიან ლამაზი კაბა არ
სოციალურ ქსელში ყველას დაავიწყა, რომ მალე ორი ძალოსანი ბოინგს უნდა შეჭიდებოდა და კეჩუას ტომის წარმომადგენლებს სასიამოვნო მელოდიით უნდა გაებრუებინათ მაყურებელი. იმ ღამეს ყველა ხატიას მკერდზე წერდა.
ქალბატონების დიდი ნაწილი კი ხატიას ამ თამამი ნაბიჯით აღფრთოვანებული დარჩა. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა პიანისტს კრიტიკაც არ დააკლეს. ''ვის არ გვაქვს მკერდი ფორმაში, მაგრამ'', - წერდა მათი ნაწილი. ზოგისთვის კი ხატიას უბიუსტჰალტერობა არაესთეტიკურიც აღმოჩნდა.
ფაქტია, რომ ყველაზე ხშირად გემოვნებაზე დაობენ და რეალურად, პიანისტი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა... დარწმუნებული ვარ ბევრი ქალბატონი სიამოვნებით მოიქცეოდა მის მსგავსად და სამუდამოდ იტყოდა უარს ამ ''სატანჯველზე'' , მაგრამ ამის გაბედვა საქართველოში და მითუმეტეს პირდაპირ ეთერში აქამდე წარმოუდგენელი რამ გახლდათ.
მართალია, ხატიას დანახვამ ბევრს სიამოვნება მოჰგვარა, მაგრამ რა გითხრათ, ნიკა გრიგოლიას რეიტუზის ესთეტიკურობაზე. იუმორისტმა ერთ-ერთი გამომსვლელის გასაშარჟებლად, მათი რეიზუტი ამოცვა, მაგრამ რა ხდებოდა გრიგოლიას წელსქვევით ამის თქმა რთულია.
იხილეთ ვიდეო
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















