ხალხის აგრესია, თაკო გაჩეჩილაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც ის ხუმრობდა, რომ ნიკი მინაჟმა მას მიბაძა და ამისთვის უნდა უჩივლოს. საზოგადოებამ ეს ამპარტავნებაში და ამბიციურობაში ჩაუთვალა ქართველ მომღერალს.
- კაბა, რომლითაც „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე საქართველო წარადგინეთ, ცოტა ხნის წინ ნიკი მინაჟს ეცვა. თქვენ
- პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო, სიცრუეა, რომ ნიკი მინაჟს ჩემნაირი კაბა ეცვა. ის კაბა, რომელიც ნიკი მინაჟს ფოტოზე აცვია, სრულიად განსხვავდება კაბისგან, რომელიც მე მეცვა „ევროვიზიაზე“. ვერ ვხვდები, საერთოდ, რატომ მიწევს ამაზე საუბარი, რის გამო ატეხა ხალხმა აჟიოტაჟი?! მაგრამ, რახან ასე დაინტერესდით ყველა, გიპასუხებთ, ჩემი კაბა არის ჟივენშის ოკოტურის მოდელის, არ არის აბსოლუტურად იდენტური, მაგრამ შთაგონება იქიდანაა. ფერი და სხვა დანარჩენი დეტალები მე და ლაშამ ჩამოვაყალიბეთ და განვავრცეთ. ლაშამ ძალიან კარგად შეკერა, ძალიან ლამაზი გამოუვიდა.
ასე, რომ ჩემი კაბა ორიგინალი მოდელია და ის კაბა რომელიც ნიკი მინაჟს აცვია - სხვა. უბრალოდ ორი სხვადასხვა ერთმანეთის მსგავსი კაბა. არ ვიცი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მაგრამ დაემთხვა, რომ პირველად მე მეცვა მაისში. სასაცილოა, ამაზე საუბარი რომ მიწევს, მაგრამ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინსტაგრამზე ჩემმა ერთ- ერთმა ფანმა დამთაგა ფოტოზე, უცხოელმა სხვათა შორის, ნიკი მინაჟს აცვია შენი კაბაო, ისიც, რა თქმა უნდა, იღიმოდა და იცინოდა ამ თემაზე.
სწორედ ამის მერე იყო, რომ რა თქმა უნდა იუმორით, რომელიც ხალხმა ვერ გაიგო, დავწერე სტატუსი. როცა არ იყო საჭირო, მამაო ჩვენოს, კითხვაზე ნახევარი საქართველო გასკდა სიცილით. თუ ყველაფრის ასე "უკუღმართად"განხილვა მოსწონთ, იცინონ უადგილოდ. ამ კატეგორიის ადამიანები, არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ან რას წერენ ჩემზე. ცოტა ხნის წინ ვნახე საიტზე ამ თემაზე დაწერილი, ისეთი "გესლაობა" მიდიოდა რომ მათ მაგივრად შემრცხვა. აქედან გამომდინარე, ჩემი სტატუსი იყო იუმორით დაწერილი.
ვფიქრობ, ეს იყო უბრალოდ დამთხვევა, რომ ჯერ მე ჩავიცვი ეს კაბა და შემდეგ ეცვა ნიკი მინაჟს მსგავსი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ „ეროვიზია“ მთელ მსოფლიოში გადაიცემა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მართლა, არ იყო დამთხვევა. იმას კი არ ვამბობ, ნიკი მინაჟმა მომბაძათქო, უბრალოდ შესაძლებელია მისმა სტილისტმა ნახა „ეროვიზიაზე“ და გაახსენდა მაისში, რომ არსებობს ეს კაბა. რაში მაინტერესებს ნიკი მინაჟი, ან ნიკი მინაჟის კაბა?! მე ჩემი კაბაც აღარ მაინტერესებს უკვე, რაც ეს კონკურსი დამთავრდა. სასაცილოდ და სამარცხვინოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ამ თემაზე საუბარი მიწევს.
მერიემ კაკაურიძე
შეიძლება დაგაინტერესოთ: