14 მაისი, 2013
მიშა თავხელიძე და ნათია კობერიძე დაოჯახდნენ?
რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო ჭორი გავიგე, რომ ჟურნალისტი ნათია კობერიძე და ცნობილი ნაციონალი, ექსპერტი მიშა თავხელიძე დაოჯახდნენ და ერთად ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო ჭორი გავიგე, რომ ჟურნალისტი ნათია კობერიძე და ცნობილი ნაციონალი, ექსპერტი მიშა თავხელიძე დაოჯახდნენ და ერთად ცხოვრობენ. სიმართლე გითხრათ, ამ ჭორის დაჯერება გამიჭირდა, რადგან რამდენიმე თვის წინ ნათია კობერიძე ''რეიტინგისთვის'' მიცემულ ინტერვიუში თავის ცხოვრების ერთ-ერთ მონაკვეთზე საუბრისას მეუღლეზეც ყვებოდა:

''ამასობაში ორი ბავშვი გავაჩინე და ''რუსთავი 2''-ში ვეღარ გავაგრძელე მუშაობა, იქ ჩემი
ქმარი ვახტანგ მაისურაძე მუშაობდა და ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ორივეს ერთად არ უნდა გვემუშავა. ჩემი მეუღლე არის ტელევიდეოპროდუქციის სელექციის მენეჯერი, იგივე პროგრამების მენეჯერი. ჩვენ ''რუსთავი 2''-ში გავიცანით ერთმანეთი''.

Ratingინფორმაციის გადამოწმებამდე მიშა თავხელიძის ''ფეისბუქის'' პროფილს გადავხედე, სადაც ნათიასთან ერთად გადაღებული საკმაოდ ბევრი ფოტო უდევს. ამ ამბის რეალობაში დასარწმუნებლად მიშა თავხელიძეს დავუკავშირდი და რამდენიმე კითხვა დავუსვი...

- ბატონო მიშა, გამარჯობა, ქეთი მელაძე გაწუხებთ ''რეიტინგის'' ჟურნალისტი, როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
- მადლობა, კარგად. ერთი ჭორი გავრცელდა თქვენზე და გადასამოწმებლად გირეკავთ.
- აბა, რაო?
- ამბობენ, რომ თქვენ და ჟურნალისტი ნათია კობერიძე დაოჯახდით. მართალია ეს ინფორმაცია?
- ერთი წუთით... (ცოტა ხნის შემდეგ) ალო, დაოჯახებაში რას გულისხმობთ?
- ერთად ხართ, გიყვართ ერთმანეთი და ძალიან კარგად გრძნობთ თავს.
- კი, ასეა.
Rating- ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- დიახ...
- რომ თქვენ და ნათია კობერიძე ერთად ხართ, გიყვართ ერთმანეთი...
- კი, დიახ.
- დაოჯახებას ჯერ არ გეგმავთ?
- გარდა იმისა, რაც გითხარით, ჩემს პირად ცხოვრებაზე შესახებ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.
- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- თქვენც ასევე, მადლობა, ნახვამდის.

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ანა
პირადად ვიცნობ ორივეს.ერთმანეთზე უარესი ცინიკოსი და როგორც ადამიანი,უვარგისი ნაცმონები არიან.
21:26 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატო
რა საინტერესოა, ქმარმა თუ იცის ცოლი რომ გათხოვებია
20:48 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარგო
ამ კაცს ვერ ვიტან; არც კობერიძეზე ამომდის მზე და მთვარე
20:44 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
შეეფერებიან ერთმენეთს, კი
20:23 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
გადააშენე
20:23 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მაგარი კითხვაა - "დაოჯახებაში რას გულისხმობთ" :)
19:31 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ბედნიერები იყავით უხდებით ერთმანეთს დანარჩენებო , ქოცებო ბოღმამ და საკუთარმა სიმახინჯემ არ გაგხეთქოთ :) მახინჯები და მახინჯი კომენტარები
19:28 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კარგად ვიცნობ მიშა თავხელიძეს და ძალიან არ მიყვარს! ნათია კობერიძეს არ ვიცნობ! მაგრამ აქ რა კომენტარებიც წავიკითხე - თქვენ მძულხართ!!! ბოროტებო, "მორალისტებო", დამპლებო! ვინ მოგცათ უფლება სხვა ადამიანების ცხოვრებაში ცარევის და მათი გაკიცხვის? მათზე ღადაობის??? საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ და თქვენივე "გარშოკის" თავსახურებს! და სხვის ორგაზმზე რომ ლაპარკობთ... თქვენ ეჭვი მაქსვ არც არასდროს გქონიათ ორგაზმი და მეცოდებით!!!
19:19 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ორი ნაგლი და შხამიანი კობრა შეყრილან ერთად,ფერი ფერსაო,ამ შემთხვევაზეა ნათქვამი:)
17:13 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვის აინტერესებს მატი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესო ვერაფერი გაიგეტ?
16:50 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS