ვიდეოს თან ახლავს სოფიას კომენტარი:
"მომილოცე, საყვარელო, სიამოვნების პიკზე ვარ, მე მსიამოვნებს აყალმაყალი ჩემს ირგვლივ, თან ჩემს საყვარელ ბიზნესს კარგად წაადგება ეს ყველაფერი, ასე რომ მომილოცე, უფრო სწორი იქნება! ეს მიმართვა მხოლოდ იმ ქვეწარმავლებს ეხებათ, რომლებიც ჩემს კბენას ცდილობენ, მაგრამ ჩემი მარიონეტები, რომ ხდებიან, მაგას ვერ ხვდებიან."
მერაბ ამზოევის მეუღლე სოფია ქავთარაძე ვიდეოში ამბობს:
"აჰა, ლაივიც ჩავრთე! ე.ი. ვის რა
ცუდზე ვიძახი, თორე კარგი ისედაც ყოველთვის არის (იცინის), ცუდი. ვინც არ მიცნობს და ისე წერს კომენტარებს, ეს არის უბრალოდ, სასაცილო. იმიტომ რომ ისეთი უაზრო რაღაცები შეიძლება მოიგონოთ და დაწეროთ, წაკითხვაც რომ არ მოუნდება ადამიანს და მართალი გითხრათ, არ ვკითხულობ კომენტარებს.
სალონი? სალონზე გეტყვით ცოტა ხანში, გახსნილია უბრალოდ რეკლამა უნდა გავუკეთო... და იმედია, მოხვალთ ყველანი.
იცით რა მიკვირს? როცა დაინახვენ განსხვავებულ ადამიანს, ეგრევე შეტევაზე გადადიან. ესეთი რაღაც მარტო ქართველებს გვჭირს, სადაც არ უნდა წახვიდე, ვერსად ვერ ნახავ ასეთ რამეს, მხოლოდ საქართველოშია და გითანაგრძნობთ! იმიტომ, რომ ცოდონი არიან ის ადამიანები, რომლებიც ესე იმდაბლებენ თავს!..."
სოფია ქავთარაძე ამბობს, რომ ეცინება იმ ხალხზე, რომლებიც აკრიტიკებენ, ის, ასევე, მადლობას უხდის ვიდეოს კომენტარებში დაწერილი კომპლიმენტების ავტორებს.
მერიემ კაკაურიძე