25 ნოემბერი, 2013
დაანგრია თუ არა შორენა ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძის ოჯახი?
გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ხვდება.

ნანაძე წლებია, რაც რუსეთში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულად. როგორც ცნობილია, ის საყვარელ ქალბატონებს, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ირაკლი ნანაძე დაოჯახებული გახლავთ, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამიტომ ჭორი, რომ შორენას ხვდებოდა, თავიდან არარეალური ჩანდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლვათ, რომ როგორც ამბობენ, ძალიან კარგი
მამა და მეუღლეა.

ნანაძე-ბეგაშვილის რომანის შესახებ პრესისთვის ანონიმური წყაროდან გახდა ცნობილი. რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე ხშირად მოგვდიოდა წერილები წყვილის გადაადგილების შესახებ.

გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი გახლდათ, რადგან ბეგაშვილი დიდი ხანია რაც პრესასთან აღარ ურთიერთობს და გამონაკლის ჟურნალებსა და ტელევიზიას თუ არ ჩავთვლით, ინტერვიუებზე უარს აცხადებს.

სხვა და სხვა გადაცემებშიც მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ შეყვარებულია, მაგრამ ვისზე ამის შესახებ არაფერს ამბობს.

ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით მათი რომანის გასაჯაროებისგან, რადგან ბეგაშვილი კომენტარზე უარს აცხადებდა, სანამ ანონიმურმა წყარომ წყვილის ერთად ჩახუტებული სურათი არ მოგვაწოდა.

ბეგაშვილი-ნანაძის რომანს ფარდა მაშინ აეხადა, თუმცა ტელე-წამყვანმა მაინც დუმილი არჩია. მიზეზი კი სერიოზული გახლავთ, რადგან როგორც ამბობენ, ნანაძე ისევ ოჯახთან ცხოვრობს და შორენა სწორედ ამ მიზეზით ვერ ბედავს ხმამაღლა ამ თემაზე საუბარს.

რამდენიმე დღის წინ, ანონიმურმა წყარომ წყვილის ურთიერთობაში მორიგი სიახლის შესახებ მოგვწერა: -

''ირაკლი ნანაძეს განცხადება განქორწინებაზე შეუტანია. დიღომში რომ საქალაქო სასამართლოა იქ და შორენა მოჰყავს ოფიციალურად ცოლად, იცოდით? მაინც გადაამოწმეთ შეიძლება არ იყოს ზუსტი'', - გვწერს უცნობი ადამიანი.

მართალია, ნანაძის მეუღლე ინტერვიუსგან თავს იკავებს, მაგრამ ოჯახის ახლობელთან დაკავშირება მაინც შევძელით და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ.

როგორც ნანაძის მეუღლის ახლობელი ამბობს, ირაკლი ოჯახზე გიჟდება, მეუღლესთან განშორებას არ აპირებს და არც სასამართლოში შეუტანია განცხადება. პირიქით, მეუღლეს, ქალბატონ ლიას, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანაძის ცოლმა შორენას მანქანა დაუმტვრია. რა მოხდა რეალურად მაშინ ამ თემაზე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია.

როგორც გავარკვიეთ, იმ საბედისწერო დღეს ქალბატონმა ლიამ სწორედ იმ მანქანით გადაადგილების დროს დაინახა შორენა და მისი მეუღლე ერთად.

მეუღლეს სასწრაფოდ დაურეკა და ისიც მაშინვე გაემართა ოფიციალური ცოლისკენ. საღამოს კი გამწარებული ქალი, მსახიობის მანქანას გაუსწორდა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ნანაძე მეუღლეს არასოდეს მიატოვებს და არც მისი მეუღლე აპირებს განქორწინებაზე განცხადების შეტანას

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ნინა
კარგით დაანებეთ ამ საცოდავს თავისი გასჭირვებია ყველას სახმარად უნდა ისედაც და იხმარს და გადააგდებს ეს კაციც :D
13:13 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
იცი?
დზუკნავ რამდენი ოჯახი უნდა გაანადგურო?უფლის არ გესჰინია?
13:08 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
იმენაა სულით ბოზი ხარ შორენაა...და შენი შვილიც ეგეთი გეზრდება
13:01 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
გემჩნევათ როგორი ანონიმური წყარო გყავთ.აქამდე სამი შვილი ყავდა ნანაძეს და ახლა ორი ყავს არა?სხვა ინფორმაციებიც ეგეთივე ზუსტია.რა გააწყალეთ ამ ქალით გული რა.შეეშვით ამ კაცს და მის ოჯახს.ხომ ხედავთ,შორენა ყველა გზას ხმარობს რომ ოჯახი დაუნგრიოს და არაფერი გამოსდის.ამაზე გამწარებული შორენა კი თავს გავიდა და ახლა პირდაპირ აყენებს შეურაცხყოფას ნანაძის ცოლს და მის შვილებს.ასეთი მდაბიო სულის ადამიანი ჯერ არ მინახავს,როგორიც შორენაა.წეროს ეს სტატიები ახლა ანონიმის სახელით და იყოს,მეტი აღარაფერი რჩება.ცოლად აბა მაგას ეს კაცი არ მოიყვანს :)
12:53 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
აუ ამ ქალის გამო არცერთი ნორმალური კაცი ოჯახს არ მიატოვებს..
12:44 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ì^^^
ჭორბიუროოოოს ნიუსიიი. სხვა თემებზე ვეღარ წერთ?
12:43 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS