25 ნოემბერი, 2013
დაანგრია თუ არა შორენა ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძის ოჯახი?
გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ხვდება.

ნანაძე წლებია, რაც რუსეთში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულად. როგორც ცნობილია, ის საყვარელ ქალბატონებს, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ირაკლი ნანაძე დაოჯახებული გახლავთ, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამიტომ ჭორი, რომ შორენას ხვდებოდა, თავიდან არარეალური ჩანდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლვათ, რომ როგორც ამბობენ, ძალიან კარგი
მამა და მეუღლეა.

ნანაძე-ბეგაშვილის რომანის შესახებ პრესისთვის ანონიმური წყაროდან გახდა ცნობილი. რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე ხშირად მოგვდიოდა წერილები წყვილის გადაადგილების შესახებ.

გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი გახლდათ, რადგან ბეგაშვილი დიდი ხანია რაც პრესასთან აღარ ურთიერთობს და გამონაკლის ჟურნალებსა და ტელევიზიას თუ არ ჩავთვლით, ინტერვიუებზე უარს აცხადებს.

სხვა და სხვა გადაცემებშიც მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ შეყვარებულია, მაგრამ ვისზე ამის შესახებ არაფერს ამბობს.

ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით მათი რომანის გასაჯაროებისგან, რადგან ბეგაშვილი კომენტარზე უარს აცხადებდა, სანამ ანონიმურმა წყარომ წყვილის ერთად ჩახუტებული სურათი არ მოგვაწოდა.

ბეგაშვილი-ნანაძის რომანს ფარდა მაშინ აეხადა, თუმცა ტელე-წამყვანმა მაინც დუმილი არჩია. მიზეზი კი სერიოზული გახლავთ, რადგან როგორც ამბობენ, ნანაძე ისევ ოჯახთან ცხოვრობს და შორენა სწორედ ამ მიზეზით ვერ ბედავს ხმამაღლა ამ თემაზე საუბარს.

რამდენიმე დღის წინ, ანონიმურმა წყარომ წყვილის ურთიერთობაში მორიგი სიახლის შესახებ მოგვწერა: -

''ირაკლი ნანაძეს განცხადება განქორწინებაზე შეუტანია. დიღომში რომ საქალაქო სასამართლოა იქ და შორენა მოჰყავს ოფიციალურად ცოლად, იცოდით? მაინც გადაამოწმეთ შეიძლება არ იყოს ზუსტი'', - გვწერს უცნობი ადამიანი.

მართალია, ნანაძის მეუღლე ინტერვიუსგან თავს იკავებს, მაგრამ ოჯახის ახლობელთან დაკავშირება მაინც შევძელით და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ.

როგორც ნანაძის მეუღლის ახლობელი ამბობს, ირაკლი ოჯახზე გიჟდება, მეუღლესთან განშორებას არ აპირებს და არც სასამართლოში შეუტანია განცხადება. პირიქით, მეუღლეს, ქალბატონ ლიას, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანაძის ცოლმა შორენას მანქანა დაუმტვრია. რა მოხდა რეალურად მაშინ ამ თემაზე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია.

როგორც გავარკვიეთ, იმ საბედისწერო დღეს ქალბატონმა ლიამ სწორედ იმ მანქანით გადაადგილების დროს დაინახა შორენა და მისი მეუღლე ერთად.

მეუღლეს სასწრაფოდ დაურეკა და ისიც მაშინვე გაემართა ოფიციალური ცოლისკენ. საღამოს კი გამწარებული ქალი, მსახიობის მანქანას გაუსწორდა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ნანაძე მეუღლეს არასოდეს მიატოვებს და არც მისი მეუღლე აპირებს განქორწინებაზე განცხადების შეტანას

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
????
არცერთი ბავშვი არ იმსახურებს იმას რაც თქვენ დაწერეთ ნუცა!
13:49 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
????
კომენტარი დედას შეიძლება არ გაუკვირდეს, მაგრამ ბავშვიხც ხომ კითხულობს და არ არის ცოდო გამაგებინეთ, ეს არის ჰუმანიზმი და ადამიანობა???
13:48 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელო
???? ბავშვს პირველ რიგში დედამისი უნდა მოუფრთხილდეს. ყველას გვყავს შვილები და ნორმალურად ვინც იქცევა იმას არასდროს წამოაყვედრიან დედის საქციელს. საკუთარი ხელებით უთხრის ბედს დედამისი, ასე რომ ნურც კომენტარები გაუკვირდება
13:43 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
.....
შორენასნაირ ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ ვინც მას ესეთ "ბედნიერ ცხოვრებას" ამართლებს,იქნებ მერე მაინც მიხვდეთ თქვენც ესეთი რამ რომ გადაგხდებათ თავს.
13:41 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელო
მაგ ნანაძემ ფული რომ დაკარგოს შორენაც იმ ფულს გაჰყვება:). არ მესმის ეგეთი მამაკაცების. ჯობია საკუთრ ოჯახს მიხედოს თორემ შორენა ვისაც ბევრი ფული ექნება ის ,,შეუყვარდება" და თან ,,სიგიჟემდე"
13:40 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
შეიძლება შორენა სწორად არ იქცევა მაგრამ, ეგ თქვენი ნანაძე წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში,თან ცოლის გარეშე,სულ "ერთგული" იყო ალბათ თავის ცოლის, მაგრამ ჩვენს ქალებს ამაზე გართულება არ აქვთ, საკმარისია აქ გამოჩნდეს ვინმე რომ თვალებს გამოთხრიან,არ იქნებოდა შორენა იქნებოდა სხვა, მარტივი ლოგიკაა... და კიდევ იცით რა მაინტერესებს,ქმარს რომ 15 წელი ცოლის გარეშე ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მერე უცებ სხვა რომ შეუყვარდეს,რა პრეტენზიები უნდა გქონდეს ვერ გავიგე.. აბა ამიხსენით.. ისე რა დონეა სახლში მივარდნები და მანქანის დამტვრევები.. ამით ხომ საკუთარ თავს ამცირებ...
13:30 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სხვის უბედურებაზე საკუთარი "ბედნიერება" არ უნდა ააგო
ცოლშვილიანი კაცი როცა ხარ ან უნდა აცუნდრუკდე, თორემ შეიძლება "თავიც" დაკარგო და სიმდიდრეც ზედ მიაყოლო
13:26 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
???? დედამისს არ ეცოდება და მე რატო უნდა შემეცოდოს? რასაც იმსახურებენ იმას ვეუბნები
13:22 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
უ დაანგრევთ ოჯახს
არასდროს მომცონდა რომ სხვისი ცხოვრება ხალ;ხის გასარჩევი ხდებოდა,მაგრამ არავის ეპატიება ოჯახის დანგრევა და ბავშვებისთვის მამის წართმევა,იტყვის ზოგი ეხლა რომ მამობას ისადაც გაუწევსო.არ არსებობს მამა გვერდით უნდა ყავდეს ბავშვებს,კი ინგრევა ოჯახები,ხდება ,მაგრამ როცა ამსა ვიღაც შეგნებულად აკეთებს უფირსი და არაადამიანური საქციელია,არ ყავს ოჯახი?მაშინ თავში ქვა გიხლია და იგულავე
13:20 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
????
ნუცა საყვარელო, მე შორენას დამცველად არ გამოვდგები და თუ ეს სიმართლეა, უნამუსო ქალი ყოფილა და მეტი არაფერი, მაგრამ ბავშვს რსა ერჩი? არ გეცოდება? ისედაც ასეთ რაღაცეებს კითხულობს დედამისზე. ბავშვია და ბავშვი ისეთი მცნებაა, რომელიც აბსოლურტურად ხელშეუხებელია.....
13:15 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS