25 ნოემბერი, 2013
დაანგრია თუ არა შორენა ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძის ოჯახი?
გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ხვდება.

ნანაძე წლებია, რაც რუსეთში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულად. როგორც ცნობილია, ის საყვარელ ქალბატონებს, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ირაკლი ნანაძე დაოჯახებული გახლავთ, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამიტომ ჭორი, რომ შორენას ხვდებოდა, თავიდან არარეალური ჩანდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლვათ, რომ როგორც ამბობენ, ძალიან კარგი
მამა და მეუღლეა.

ნანაძე-ბეგაშვილის რომანის შესახებ პრესისთვის ანონიმური წყაროდან გახდა ცნობილი. რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე ხშირად მოგვდიოდა წერილები წყვილის გადაადგილების შესახებ.

გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი გახლდათ, რადგან ბეგაშვილი დიდი ხანია რაც პრესასთან აღარ ურთიერთობს და გამონაკლის ჟურნალებსა და ტელევიზიას თუ არ ჩავთვლით, ინტერვიუებზე უარს აცხადებს.

სხვა და სხვა გადაცემებშიც მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ შეყვარებულია, მაგრამ ვისზე ამის შესახებ არაფერს ამბობს.

ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით მათი რომანის გასაჯაროებისგან, რადგან ბეგაშვილი კომენტარზე უარს აცხადებდა, სანამ ანონიმურმა წყარომ წყვილის ერთად ჩახუტებული სურათი არ მოგვაწოდა.

ბეგაშვილი-ნანაძის რომანს ფარდა მაშინ აეხადა, თუმცა ტელე-წამყვანმა მაინც დუმილი არჩია. მიზეზი კი სერიოზული გახლავთ, რადგან როგორც ამბობენ, ნანაძე ისევ ოჯახთან ცხოვრობს და შორენა სწორედ ამ მიზეზით ვერ ბედავს ხმამაღლა ამ თემაზე საუბარს.

რამდენიმე დღის წინ, ანონიმურმა წყარომ წყვილის ურთიერთობაში მორიგი სიახლის შესახებ მოგვწერა: -

''ირაკლი ნანაძეს განცხადება განქორწინებაზე შეუტანია. დიღომში რომ საქალაქო სასამართლოა იქ და შორენა მოჰყავს ოფიციალურად ცოლად, იცოდით? მაინც გადაამოწმეთ შეიძლება არ იყოს ზუსტი'', - გვწერს უცნობი ადამიანი.

მართალია, ნანაძის მეუღლე ინტერვიუსგან თავს იკავებს, მაგრამ ოჯახის ახლობელთან დაკავშირება მაინც შევძელით და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ.

როგორც ნანაძის მეუღლის ახლობელი ამბობს, ირაკლი ოჯახზე გიჟდება, მეუღლესთან განშორებას არ აპირებს და არც სასამართლოში შეუტანია განცხადება. პირიქით, მეუღლეს, ქალბატონ ლიას, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანაძის ცოლმა შორენას მანქანა დაუმტვრია. რა მოხდა რეალურად მაშინ ამ თემაზე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია.

როგორც გავარკვიეთ, იმ საბედისწერო დღეს ქალბატონმა ლიამ სწორედ იმ მანქანით გადაადგილების დროს დაინახა შორენა და მისი მეუღლე ერთად.

მეუღლეს სასწრაფოდ დაურეკა და ისიც მაშინვე გაემართა ოფიციალური ცოლისკენ. საღამოს კი გამწარებული ქალი, მსახიობის მანქანას გაუსწორდა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ნანაძე მეუღლეს არასოდეს მიატოვებს და არც მისი მეუღლე აპირებს განქორწინებაზე განცხადების შეტანას

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ნინა
ძლივს წესიერად მოაზროვნეენი გამოჩნდნენ და იციან სხვას ოჯახი რომ არ უნდა დაუნგრიო.. რომ გამოვარდებიან ხოლმ. ბოზი შორენას მცვლები.. ელო განსაკუთრბით შენი კომენტარები მომწონს )))))
15:19 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელო
მეგრე ჩემო კარგო ახლა საკუთარ თავზე ლაპარაკობდი ხომ? :)))))
14:27 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგრე
კომენტარებს გადავხედე და სულ "მორალის" მკითხველი ქალებია))))) გულზე გახეთქილი ქალები, უმრავლესობა რო ოცნებობს იყოს ვინმეს საყვარელი, მაგრამ საყვარლის ყოლის საჯდომიც რომ არ აქვთ)))) თუმცა საჯდომები იასნია ძალიან დიდი ზომის გაბიათ )))) აბა ნორმალური, წესიერი, მეოჯახე ქალი ასეთებს არც დაწერს..ბავშვის ლანძღვა რა არის, ეს მაინც ვერ გავიგე, და ასეთები მორალზე ლაპარაკობენ
14:25 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
????
რადგან დედამისი არ ფიქრობს არც შენ უნდა იფიქრო? ბავშვები არ აგებენ პასუხს მშობლების შეცდომების გამო!
14:22 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დუდუნა
შორენა ქალი არაა, მითუმეტეს ქართველი ქალი, და დარწმუნებული ვარ ვერც იქნება ვერასოდეს ბედნიერი სანამ ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს ,იშვიათად მონადირე ქალები ბოლომდე ბედნიერი იყვნენ.თუმცა ბევრი შემედავება ,მაგრამ გააჩნია ვისთვის რა არი ბედნიერება.ქალს ისე არაფერი არ ალამაზებს როგორც სუფთა წარსული.ეგ კიდე ერთი ადგლის ქიცინით ა ღწევს წარმატებებს
14:17 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელო
eeh ვისი გრძნობები გაითელა? :))) ჩემო კარგო თუ არ იცი გაიკითხე. შორენაც და მისი მეუღლეც კიდობანში მუშაობდნენ და ვინ ვინ მიატოვა და რა მიზეზით ყველამ კარგად იცის. სისულელეებს ნუ მოიტან ხოლმე რა :))) თუ არ იცი იკითხე
14:13 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
eeh
კაცი სულით მოღალატე რომ დაიბადება , ყველა იპოვის თავის შორენას, როცა კაცს ოფიციალურად ყავს ოჯახი და ხანგრძლივ რომანს აბავს ის არის უპასუხისმგებლო, ქალს რას ერჩით მისი გრძნობები ცხოვრებამ თავის დროზე გათელა და ახლა ნურავის უკვირს , რომ არ ადარდებს სხვისი პირადული. ყველას ნუ მოვთხოვთ ანგელოზობა, მე აქ ზოგადად გადმოვცემ ჩემს აზრს.
14:07 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
???? დედამისს უნდა ეფიქრა პირველ რიგში თავის შვილზე სანამ გაბოზდებოდა.თავის პორნოგრაფიულ ფილმის გადაღებებზე და პრემიერებზე რომ დაყავდა მაშინ არ იყო ცოდო?
14:03 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
????
ყველა ბავშვი ცოდოა ამ ქალის შვილიც და ამ კაცის შვილებიც!!! ეს რომ კახპაა ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ არც ეს კაცია ანგელოზი. ამ კაცმა რატომ არ იფიქრა ცოლზე და შვილებზე?
14:02 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
.........
გეყოფათ ამ ქალის პიარი, შემოაგდებთ ხოლმე ჰაერიდან მოტანილ სტატიებს ვითომ ანონიმისას. კახპა შორენა პიარს იკეთებს და იქით ირაკლის ოჯახი ყოველი დაწერილი სტატიით რა ტკივილს გრძნობს გიფიქრიათ ამაზე? უწესიერესი და სანაქებო შვილები ყავს ირაკლის, თავმოყვარეობა აქვთ ბავშვებს და გეყოფათ ეს უაზრო სტატიები. შორენა და მისი სანაქებო შვილი, ე.წ. "ბავშვი" კი ამით სიამოვნებას გრძნობენ. ყველა სტატიას თავად შორენა უკვეთავს.
13:58 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS