25 ნოემბერი, 2013
დაანგრია თუ არა შორენა ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძის ოჯახი?
გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ხვდება.

ნანაძე წლებია, რაც რუსეთში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულად. როგორც ცნობილია, ის საყვარელ ქალბატონებს, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ირაკლი ნანაძე დაოჯახებული გახლავთ, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამიტომ ჭორი, რომ შორენას ხვდებოდა, თავიდან არარეალური ჩანდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლვათ, რომ როგორც ამბობენ, ძალიან კარგი
მამა და მეუღლეა.

ნანაძე-ბეგაშვილის რომანის შესახებ პრესისთვის ანონიმური წყაროდან გახდა ცნობილი. რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე ხშირად მოგვდიოდა წერილები წყვილის გადაადგილების შესახებ.

გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც უფინანსებდა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი გახლდათ, რადგან ბეგაშვილი დიდი ხანია რაც პრესასთან აღარ ურთიერთობს და გამონაკლის ჟურნალებსა და ტელევიზიას თუ არ ჩავთვლით, ინტერვიუებზე უარს აცხადებს.

სხვა და სხვა გადაცემებშიც მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ შეყვარებულია, მაგრამ ვისზე ამის შესახებ არაფერს ამბობს.

ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით მათი რომანის გასაჯაროებისგან, რადგან ბეგაშვილი კომენტარზე უარს აცხადებდა, სანამ ანონიმურმა წყარომ წყვილის ერთად ჩახუტებული სურათი არ მოგვაწოდა.

ბეგაშვილი-ნანაძის რომანს ფარდა მაშინ აეხადა, თუმცა ტელე-წამყვანმა მაინც დუმილი არჩია. მიზეზი კი სერიოზული გახლავთ, რადგან როგორც ამბობენ, ნანაძე ისევ ოჯახთან ცხოვრობს და შორენა სწორედ ამ მიზეზით ვერ ბედავს ხმამაღლა ამ თემაზე საუბარს.

რამდენიმე დღის წინ, ანონიმურმა წყარომ წყვილის ურთიერთობაში მორიგი სიახლის შესახებ მოგვწერა: -

''ირაკლი ნანაძეს განცხადება განქორწინებაზე შეუტანია. დიღომში რომ საქალაქო სასამართლოა იქ და შორენა მოჰყავს ოფიციალურად ცოლად, იცოდით? მაინც გადაამოწმეთ შეიძლება არ იყოს ზუსტი'', - გვწერს უცნობი ადამიანი.

მართალია, ნანაძის მეუღლე ინტერვიუსგან თავს იკავებს, მაგრამ ოჯახის ახლობელთან დაკავშირება მაინც შევძელით და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ.

როგორც ნანაძის მეუღლის ახლობელი ამბობს, ირაკლი ოჯახზე გიჟდება, მეუღლესთან განშორებას არ აპირებს და არც სასამართლოში შეუტანია განცხადება. პირიქით, მეუღლეს, ქალბატონ ლიას, ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანაძის ცოლმა შორენას მანქანა დაუმტვრია. რა მოხდა რეალურად მაშინ ამ თემაზე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია.

როგორც გავარკვიეთ, იმ საბედისწერო დღეს ქალბატონმა ლიამ სწორედ იმ მანქანით გადაადგილების დროს დაინახა შორენა და მისი მეუღლე ერთად.

მეუღლეს სასწრაფოდ დაურეკა და ისიც მაშინვე გაემართა ოფიციალური ცოლისკენ. საღამოს კი გამწარებული ქალი, მსახიობის მანქანას გაუსწორდა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ნანაძე მეუღლეს არასოდეს მიატოვებს და არც მისი მეუღლე აპირებს განქორწინებაზე განცხადების შეტანას

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
Nita .
Ai ase chemo kargebo rac sxvistvis undoda is miigo shorenam amoartya eixli da moisrola es sheni silikonis nivti))))).
02:39 / 11-11-2019
გამოხმაურება / 0 /
***
სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააგებ! სხვისი ოჯახის დამანგრეველს, თვითონაც დაენგრევა ცხოვრება!
14:46 / 25-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ანი
სხვის ოჯახს რო ანგრევ ბოზზე უარესი ხარ
10:18 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს შორენამ ოჯახი დაუნგრია? ნანაძეს ცოლი უყვარდა და ცოლთან უნდოდა ყოფნა და შორენამ რამე აიძულა? კაცი არ უნდა იყოს უტვინო და ოჯახში ყოფნა უნდა უნდოდეს, ოჯახი თუ მყარია და კაცი არ აცეცებს თვალებს სხვაგან, შეიძლება ვინმემ დაგინგრიოს? გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი ვინც აქ ლანძღავთ შორენას სხვისი ოჯახის დანგრევისთვის... ვაფშე არ ვიცავ შორენას აქ და საერთოდ უმნიშვნელოა ჩემტვის ამ სიტუაციაში შორენაა თუ ვინმე სხვა, სიტუაციიდან გამომდინარე მაინტერესებს, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, შესაძლებელია გამოჩნდეს მესამე პირი, რომელმაც აიძულოს გადაიყვაროს მეუღლე და შეაყვაროს თავი და აიძულოს ოჯახი დაანგრიოს? ანუ ჩვეულებრივი ჯადოა ხო ეს?
09:47 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს შორენამ ოჯახი დაუნგრია? ნანაძეს ცოლი უყვარდა და ცოლთან უნდოდა ყოფნა და შორენამ რამე აიძულა? კაცი არ უნდა იყოს უტვინო და ოჯახში ყოფნა უნდა უნდოდეს, ოჯახი თუ მყარია და კაცი არ აცეცებს თვალებს სხვაგან, შეიძლება ვინმემ დაგინგრიოს? გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი ვინც აქ ლანძღავთ შორენას სხვისი ოჯახის დანგრევისთვის... ვაფშე არ ვიცავ შორენას აქ და საერთოდ უმნიშვნელოა ჩემტვის ამ სიტუაციაში შორენაა თუ ვინმე სხვა, სიტუაციიდან გამომდინარე მაინტერესებს...
09:44 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიზო
ენაწაგდებულო ქალებო, საკუთარ ქმრებს მიხედეთ.. ვინ როგორ იცხოვრებს თქვენნაირი ჭორიკნების გასარჩევი არ არის. ...
21:26 / 26-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
მარიონ არც შენ არ გაქვს არანაირი უფლება ვინმეს ჭკუა დაარიგო, ყველას პირადი აზრი გააჩნია და ამის გამოხატვის უფლება მაქვს,არ აქვს ამას მნიშვნელობა ცუდი იქნება თუ კარგი.ამპარტავნობა კი არა თქვენნაირი ქათმის ტვინიანები ღუპავენ საქართველოს) შორენაზე უკეთესი ნამდვილად მგონია თავი ყველანაირად.
12:27 / 26-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიონ
ნუცა დამიჯერე შენ არანარი უფლება არ გაქვს ვინმე გალანძღო მითუმეტეს არასულწლოვანი. დავიჯერო შენ არ ჩაგიდენია რამე რის გამოც მორალი წაუკითხავთ შენთვის? აქ არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულის სიმძიმეს) შენ ბავშვს ეხები და თან ამატებ რომ იმსაახურებს ამ შენგან წამოსულ სიტყვებს. ზუსტად ამპარტავნობა ღუპავს საქართველოს და შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ რომელსაც თავი სხვაზე უკეთესი გონია. არა აგრესიულად გწერ მაინც ცოტა სხვანაირად რომ არ გაიგო და მიიღო)
11:11 / 26-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიონ
“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი” - გოეთე მორალისტობას შეეშვით სხვაზე ადვილია ლაპარაკი და თქვენც არ გახდეთ აწმყოში ან მომაალში მსგავსი ან უარესი სიტყვების ღირსი. "სხვა სხვის ომში ბრძენია" სვავებივით ნუ დაერიეთ და ნუ ჯიჯგნით ამ გოგოს მითუმეტეს ჩახედულები არ ხართ საქმეში და 100%-ით არავინ იცის სინამდვილეში რა ხდება და ზედმეტად მიმაჩნია საერთოდ ამ გოგოს დაცვა და ლანძღვა მითუმეტეს.
11:01 / 26-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
არასოდე გამნისჯია შორენა გაშიშვლების გამო, მსახიობი ქალია და პროფესიისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, მაგრამ სხვისი ოჯახის დანგრვისთვის ტალახის ღირსია
15:36 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS