29 მაისი, 2017
ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე!
2017 წლის 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელოვანთა კავშირი CONCEPTART და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე გიწვევთ. მსმენელის წინაშე აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და საუკუნის ელჩად წოდებული ჩელისტი გოტიე კაპუსიონი წარდგებიან. კონცერტს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის სამსახური.

ლიზა ბათიაშვილი Musical America-მ 2015 წლის ინსტრუმენტალისტად დაასახელა. 2016-17 საკონცერტო სეზონზე იგი კონცერტგებაუს სამეფო ორკესტრის
რეზიდენტ-სოლისტია. მსმენელი და კოლეგა მუსიკოსები მის ვირტუოზულობასა და "ღრმა მგრძნობელობას" აფასებენ - Financial Times.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მევიოლინე თანამშრომლობს მსოფლიო რანგის ორკესტრებთან: ნიუ-იორკის ფილარმონიკი, ბერლინის Staatskapelle, ბერლინის ფილარმონიული, ციურიხის ტონჰალე, ევროპის კამერული ორკესტრი და სხვა.
საერთაშორისო აღიარება ლიზა ბათიაშვილმა 16 წლის ასაკში მოიპოვა, როგორც სიბელიუსის კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ. ორჯერ გახდა ECHO Klassik-ის ჯილდოს მფლობელი, ამასთანავე, მიღებული აქვს MIDEM Classical Award, the Choc de l'année, ჩიგიანას მუსიკის აკადემიის საერთაშორისო პრიზი, Schleswig-Holstein Music Festival-ის მიერ დაწესებული ლეონარდ ბერსტაინის ჯილდო და Beethoven-Ring.

ლიზა ცხოვრობს მიუნხენში და უკრავს ჯოზეფ გუარნერის 1739 წელს დამზადებულ ვიოლინოზე "del Gesu", რომელიც მას პირადი კოლექციიდან გადაეცა.

გოტიე კაპუსიონი XXI საუკუნის ელჩია, როგორც ჩელისტი-შემსრულებელი. იგი მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, ორკესტრებთან და ინსტრუმენტალისტებთან თანამშრომლობს. უკრავს მატეო გოფრილერის მიერ 1701 წელს დამზადებულ ინსტრუმენტზე.

"იშვიათი შემსრულებელი, რომელსაც სიმშვიდითა და სიფაქიზით შეუძლია ნაწარმოებს არ დაუკარგოს დრამატული გამბედაობის შეგრძნება" - San Francisco Chronicle.

2016-17 საკონცერტო სეზონზე გოტიე კაპუსიონს დაგეგმილი აქვს გამოსვლები ისეთ ორკესტრებთან, როგორებიცაა ლონდონის სიმფონიური და ფილარმონიული, ბერლინის ფილარმონიკი, დრეზდენის Staatskapelle, მიუნხენის ფილარმონიული, ჩიკაგოს სიმფონიური, ლოს ანჯელესის ფილარმონიული და სან ფრანცისკოს სიმფონიური. სხვადასხვა დროს აგრეთვე, თანამშრომლობდა კონცერტგებაუს სამეფო
Advertisement
ორკესტრთან, ვენის ფილარმონიკთან, ლაიფციგის გევანდჰაუზორკესტრთან, ციურიხის
ტონჰალესთან, ნიუ-იორკის ფილარმონიკთან, სიდნეის სიმფონიურ და მარინის თეატრის ორკესტრებთან; დირიჟორებთან: შარლზ დუტუი, ვალერი გერგიევი, გუსტავო დუდამელი, ანდრის ნელსონსი, იანის ნეზენ-სეგუინი და სხვა. იგი სისტემატურად მართავს კონცერტებს მარტა არგერიჰთან, დანიელ ბარენბოიმთან, ლიზა ბათიაშვილთან, რენო კაპუსიონთან, ჟან-ივ ტიბოსთან და სხვ. ორჯერ აქვს მიღებული ECHO Klassik-ის ჯილდო და არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. 2001 წელს Victoires de la Musique-ს მიერ დასახელდა "წლის ახალ ტალანტად".

კონცერტი მიეძღვნება ანტისტიგმა კამპანიას "დაინახე ყველაფერი", რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ("იუნისეფის") ინიციატივით მიმდინარეობს ევროკავშირისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საააგენტოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებას.

პროექტის მხარდამჭერი - თბილისის მერიის კულტურის სამსახური;

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია "ბადაგონი";

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია "იმედი", "არტარეა", "მედიაჰოლდინგი პალიტრა", "რადიო ჰოლდინგი ფორტუნა", საინფორმაციო ცენტრი 118 08.

ბილეთები იყიდება: www.tkt.ge

ბილეთის ფასი: 15, 25, 35, 45, 55, 65, 75, 100 ლარი
ინფორმაციისათვის დარეკეთ 2 915504/05
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS