შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი უკვე დააკავა. როგორც ირკვევა, დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა, ანას მამა რამდენიმე წლის გარდაცვლილია. მეზობლები იხსენებენ, რომ ანა მურადელს და მოხუც დედას კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.
PALITRAVIDEO-სთან საუბრისას, მურადელების ოჯახის მეზობელი მკვლელობის ღამეს იხსენებს. ქალბატონმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:
იხილეთ ვიდეო
"ანი აყვანილი ყავდა ოჯახს, თუ
სანამ მამამისი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა... ერთხელ ანიმ ფეხი დაიზიანა, ოპერაცია ვერ გაუკეთეს კარგად, მერე მეორე ოპერაციაც გაუკეთეს და ისიც არ იცოდა, შეძლებდა თუ არა პროფესიაში დაბრუნებას. ამ დროს მამაც გარდაიცვალა, ძალიან განიცადა, სმა დაიწყო და რამდენჯერმე სასმელის გამო მკურნალობდა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ვფიქრობდი ანი კარგადაა აღარ დაიწყებს სმას-მეთქი, ერთი წელი პროფესიაშიც დაბრუნდა, წარმატებაც ჰქონდა, თვითონაც მშვენივრად გამოიყურებოდა. იხილეთ სრულად