23 ნოემბერი, 2013
თბილისის საკრებულოს დეპუტატების მშობლიური სკოლები „ეტალონში“
„ეტალონის“ ეს გამორჩეული თამაში შეგიძლიათ 23 ნოემბერს 19:00 სთ-ზე „პირველი არხის“ ეთერში იხილოთ. „ეტალონის“ მაყურებელი გიორგობის დღესასწაულზე განსხვავებულ გადაცემას იხილავს. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მშობლიური სკოლებიდან ყველაზე წარმატებული მოსწავლეები შეარჩიეს და მათ მხარდასაჭერად თვითონაც სტუდიაში მოიყარეს თავი.

თამაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით გაიმართა, მონაწილეები კი იმ სკოლებიდან შეირჩნენ, რომლებიც თავის დროზე თავად ირაკლი შიხიაშვილმა, გიორგი ტყემალაძემ, ჯაბა სამუშიამ, ბესარიონ ბენდელიანმა, ზურაბ გაჩეჩილაძემ, დავით ჯინჭარაძემ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და მაკა გვარამიამ დაამთავრეს.

დაძაბული თამაშის შედეგად გამარჯვება მე-14 სკოლის მოსწავლემ ბექა მეგრელიშვილმა მოიპოვა. ბექას მხარდასაჭერად სტუდიაში თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია იმყოფებოდა, რომელმაც თავის დროზე სწორედ მე-14 სკოლა დაამთავრა.

ბექას გამარჯვება ირაკლი შიხიაშვილმა და ისრაელის საელჩოს კონსულმა გერცლ მაიმონმა მიულოცეს. მათ დეპუტატი ჯაბა სამუშია, ბექას დედა და დამრიგებელი შეუერთდნენ. ისრაელის სახელმწიფოს სახელით გამარჯვებულს საჩუქრად ნოუთბუქი გადაეცა, ყველა მონაწილე გამომცემლობა „პალიტრა L“-ისგან წიგნებით დაჯილდოვდა, გამარჯვებულს დამატებით გამორჩეული წიგნები გადაეცა საჩუქრად.

„ეტალონის“ ეს გამორჩეული თამაში შეგიძლიათ 23 ნოემბერს 19:00 სთ-ზე „პირველი არხის“ ეთერში იხილოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS