თამაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით გაიმართა, მონაწილეები კი იმ სკოლებიდან შეირჩნენ, რომლებიც თავის დროზე თავად ირაკლი შიხიაშვილმა, გიორგი ტყემალაძემ, ჯაბა სამუშიამ, ბესარიონ ბენდელიანმა, ზურაბ გაჩეჩილაძემ, დავით ჯინჭარაძემ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და მაკა გვარამიამ დაამთავრეს.
ბექას გამარჯვება ირაკლი შიხიაშვილმა და ისრაელის საელჩოს კონსულმა გერცლ მაიმონმა მიულოცეს. მათ დეპუტატი ჯაბა სამუშია, ბექას დედა და დამრიგებელი შეუერთდნენ. ისრაელის სახელმწიფოს სახელით გამარჯვებულს საჩუქრად ნოუთბუქი გადაეცა, ყველა მონაწილე გამომცემლობა „პალიტრა L“-ისგან წიგნებით დაჯილდოვდა, გამარჯვებულს დამატებით გამორჩეული წიგნები გადაეცა საჩუქრად.
„ეტალონის“ ეს გამორჩეული თამაში შეგიძლიათ 23 ნოემბერს 19:00 სთ-ზე „პირველი არხის“ ეთერში იხილოთ.




















