15 მაისი, 2017
რუსკა მაყაშვილი ორსულადაა?
მსახიობი და მეგა შოუ "იქს ფაქტორის" წამყვანი რუსკა მაყაშვილი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით არასდროს გამოირჩეოდა, პირიქით, ყოველთვის ცდილობდა, ეს თემა საზოგადოებისთვის დახურული ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, რუსკაზე ყოველთვის ჭორაობდნენ, ხან ვისთან აწყვილებდნენ და ხან - ვისთან.

რამდენიმე წლის წინ კი ცნობილი გახდა რუსკას ნამდვილი შეყვარებულის ვინაობა, ის მორაგბე სანდრო ნიჟარაძე გახლდათ. სანდრომ და რუსკამ 2016 წელს, სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს და ოჯახი შექმნეს. წყვილმა ეს ამბავიც მოკრძალებულად აღნიშნა.

კოსტიუმსა და კედებში გამოწყობილმა პატარძალმა, საყვარელ ადამიანთან
ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირა.
მას შემდეგ, რაც "იქს ფაქტორის" მორიგი სეზონის ლაივ კონცერტები დაიწყო, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ახალგაზრდა მსახიობი შვილის მოლოდინშია, ოღონდ ამ საკითხს კარგად ნიღბავს და ჯერჯერობით გახმაურებისგან თავს იკავებს. თუმცა, დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება რუსკას წამოზრდილი მუცელი და სამოსი, რომელიც ნაკლებად უსვამს ხაზს სხეულის ამ ნაწილს.

იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თამაზი
რუსკა შენ ხარ ნიჭიერი, ღმერთმა დაგლოცოს და გიმრავლოს შვილები, შენ ხარ ჩემი ფავორიტი, მე ლელა კაკულია, არ ვარ მაგრამ ვხედავ წინ გელის დიდი წარმატებები, შენ ხარ თვითნაბადი ოქრო. არ გაჩერდე!!!
19:29 / 15-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS