15 მაისი, 2017
„მისტერ თბილისი“ პროექტში "დომ 2" მიიწვიეს? - "ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი არ ვარ..."
„მისტერ თბილისი“, რომა რამაზაშვილი რუსულ შოუბიზნესში მიდის როგორც თავად ამბობს, მას აქვს რამდენიმე შემოთავაზება სააგენტოდან და მოწვევა პროექტ "დომ 2"- დან. დათანხმდება თუ არა "დომ 2"- ის მიწვევას, ჯერ დანამდვილებით არ იცის, მაგრამ სააგენტოების შემოთავაზებებს იღებს და რუსეთში წასვლა გადაწყვეტილი აქვს.

როდის მიემგზავრებით?
- ჯერ არ ვიცი ზუსტად, ისიც არ ვიცი დავთანხმდები თუ არა პროექტის მიწვევას, ჩემი ყურადღება მეტწილად სააგენტოების შემოთავაზებებმა მიიქციეს. ასე ვთქვათ, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი არ ვარ, გამაჩნია ჩემი პრინციპები და ამ პრინციპებზე
წინ ვერაფერს დავაყენებ, აქედან გამომდინარე, დავთანხმდები თუ არა "დომ 2"- ში მონაწილეობაზე დამოკიდებულია მათ მოთხოვნებსა და პირობებზე.

სხვა შემოთავაზებებზე რას იტყვით?
- სამოდელო სააგენტოების, კლიპების, სერიალებისა და რეკლამების შემოთავაზებებია. რუსეთში "ბუმ მოდელსის" სახელით მივდივარ.

როგორც ჩანს საქართველოში დაბრუნებას ახლო მომავალში არ გეგმავთ...
- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დრო მიჩვენებს ყველაფერს... დეტალებს ადგილზე მეტყვიან და დავთანხმდები თუ არა იმ პროექტს, ამასაც იქ გადავწყვეტ.

რაზეა დამოკიდებული თქვენი გადაწყვეტილება? რა პირობების შემოთავაზებას ელოდებით?
- არის რაღაცეები, რაც ჩემში არ ჯდება. ზუსტად არ ვიცი რა კრიტერიუმებით აფასებენ და რა მოთხოვნები აქვთ, ბევრი რამ მაქვს გაგებული ამ შოუზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და ამიტომ ვფიქრობ, დავთანხმდე თუ არა, ყველაფერს დრო მიჩვენებს...

მერიემ კაკაურიძე

შეიძლება დაგაინტერესოთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS