ნინოს თქმით უშუალო კონფლიქტი მათ შორის არ მომხდარა. მე სხვა ტიპი ვარ და ია სხვა ტიპია, მსახიობია. ამოფრქვევადი და ქარიშხალია. ტემპერამენტებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ყველაფერზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გვქონდა და ბევრს უკვირდა ჩვენი მეგობრობა.
ჩემთვის ისაა უფრო საინტერესო, როდესაც მეგობრობ ისეთ ადამიანთან, რომელიც შენ საერთოდ არ გგავს. იასგან ბევრი სითბო და თანადგომა მახსოვს. იგივე ალბათ მასაც ეთქმის ჩემზეც.
ჩემს სტატუსსზე უხეში
მე არ დამირეკავს, არც თვითონ გადმოურეკავს და მერე ძალიან ბევრი მლანძღა, არ გაჩერდა, მგონი დღემდე არ ჩერდება.
მერე ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩულიც დაედო.
რა თქმა უნდა, დრო ყველაფერს დაალაგებს, ვნახოთ...
შეიძლება, არც არის საჭირო ამ მეგობრობის გაგრძელება, როდესაც ერთხელ რაიმე ცუდი მოხდება, დიდი ალბათობაა, რომ განმეორდეს. მინდა, მქონდეს ტკბილი 12 წლიანი მოგონება, რაც მე იასთან მაკავშირებს“. ამბობს ნინო გია ჯაჯანიძესთან ინტერვიუში.