12 მაისი, 2017
ქართველი სელებრითები თვალისმომჭრელ საღამოს კაბებში - 10 საბანკეტო ლუქი
მაისის შუა რიცხვებიდან წინასაბანკეტო ციებ-ცხელება და ფუსფუსი იწყება. ჯერ მთელი წელი კაბის მოდელზე ფიქრი, მერე ნაჭერი, შესაფერისი ფეხსაცმელი და აქსესურები და უამრავი ნიუანსი. მოდების ჩვენებებსა და ფილმებში უამრავმა სამოსმა შეიძლება მოგხიბლოს, ერთი შეხედვით დიდი არჩევანია, მაგრამ ახლოვდება ეს უმნიშვნელოვანესი დღე და ვეღარსად ნახულობ სასურველ კაბას. ამ რთული პერიოდის დასაძლევად, ჩვენ გთავაზობთ ათი საბანკეტო ლუქის იდეას.

ქეთა თოფურიამ თავისი მოდურობითა და შარმით არაერთხელ შეძლო მაყურებლის გულის დაპყრობა, თუმცა ამ ელეგანტური ლუქით ყურადღების მიპყრობა არც ისე რთული
უნდა იყოს. შავი, გლამურული, სექსუალური და არც ისე გამომწვევი კაბა, შესაფერისი მაკიაჟითა და სადად დავარცხნილი თმით, ძალიან ეფექტური კომბინაციაა.

Rating

შორენა ბეგაშვილი იმდენად ხშირად იცვამს სექსუალურ, მიმზიდველ, კლასიკურ სამოსს, მისი ნებისმიერი ლუქი შეიძლება გამოდგეს საბანკეტოდ. მაგრამ ამ თვალისმომჭრელი კაბით, მან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ხორცისფერისა და ვერცხლისფერის კომბინაცია, ერთდროულად სექსუალური და ნაზი, ნათელი და სერიოზული, ბრწყინვალე და გამომწვევი. ასეთ თვალისმომჭრელ კაბას, ზედმეტი აქსესუარები და მკვეთრი ვარცხნილობა დატვირთავდა, სადად დავარცხნილი ან დახვეული თმა და ტრენდული ვერცხლისფერი საყურეები, იდეალური შეხამებაა.

Rating

ცირა კობიაშვილმა ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიპყრო მაყურებლის გული. ცირა მიმზიდველი, ეშხიანი და გემოვნებიანი მომღერალია, რაც სრულიად საკმარისია ყურადღების ეპიცენტრში მოსაქცევად. მის გემოვნებიანობას ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ეს შავი, ელეგანტური კაბა, როგორც გადაცემა "გარდერობში" აღნიშნა, თავისი დიზაინით შეიკერა. ორიგინალური ზურგის გამოსაკვეთად თუ გრძელი თმა გაქვთ, საჭიროა მაღლა აწეული ვარცხნილობა.

Rating

ნინი ბადურაშვილის თვალისმომჭრელმა კაბამაც დიდი მოწონება დაიმსახურა ეკრანზე გამოჩენისთანავე. ვერცხლისფერი, ბრწყინვალე, ნაზი კაბა საოცრად ქალურად და ეფექტურად წარმოგაჩენთ. ამ კაბას მოუხდება გრძელი საყურეები, ან ყელსაბამი, ვერცხლისფერი, მუქი შინდის ფერი, შავი ან ხორცისფერი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ისევე როგორც აწეული, გაშლილი თმაც.

ულამაზესი ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისი ვარდისფერი კაბით ძალიან ჰგავს ბარბის, თუ მოგწონთ ბარბის სტილი ეს ლუქი შესანიშნავი ვერსიაა. ვარდისფერისა და შავის კომბინაცია ძალიან ქალური და ნაზია. კაბის დიზაინი სადა და და უბრალოა, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით შევარჩიოთ, ასევე, ამ კაბას საოცრად უხდება ჯანეტის ვარცხნილობა.

Rating

საქართველოში, მოდაზე საუბრის დროს წარმოუდგენელია სალომე ღვინიაშვილი არ ახსენო. ის იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც მოდა არის ჰობიც, პროფესიაც და ხელოვნებაც. სალომეზე თამამად შეიძლება ვთვათ, სისტემატიურად ფორმაშიაო. მის ლუქებს შორის, ეს ლუქი შესანიშნავი იქნება საბანკეტოდ. სადა, ორიგინალური, ნაზი, ელეგანტური და თანამედროვე.

Rating

სოფო ნიჟარაძის ეს თვალისმომჭრელი კაბა, ძალიან ეფექტური და კრეატიულია. თუ გინდათ ბანკეტზე გამოიყურებოდეთ ქალურად, სექსუალურად და განსხვავებულად, ეს ლუქი თქვენთვისაა. ამ კაბას მოუხდება ვერცხლისფერი ან ხორცისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ვერცხლისფერი აქსესუარი.

Rating

ანი ახვლედიანის ლუქიც შესანიშნავი იქნება. თეთრი კაბა, მუქი წითელი ტუჩსაცხი, მკვეთრი მაკიაჟი, აწეული ან თუნდაც, რეტრო სტილში დახვეული და მხრებზე ჩამოშლილი თმა და მოდური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, იდეალურია!


Rating
სექსუალურობისა და სისადავის ნაზავი, შავი ელეგანტური ღრმა დეკოლტე, გრძელი წამწამები და სადა მაკიაჟი, იგრძნობა ნუკი კოშკელიშვილის იმიჯი. თუ დეკოლტეები არ გაშინებთ და საჭირო მონაცემებიც გაქვთ, აუცილებლად უნდა სცადოთ!

Rating

თეთრი სიმშვიდისა და სინათლის ფერია, მიეცით შინაარსი და სიმბოლური დატვირთვა სამოსს. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ნათელი ფერებით აღნიშვნა, შესანიშნავი იდეა უნდა იყოს. მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში ანუკი არეშიძის ეს ჰაეროვანი და ნაზი ლუქი დაგაინტერესებთ. თეთრი ფერის სამოსს ნებისმიერი ფერის აქსესური და ნებისმიერი ტონალობის მაკიაჟი მოუხდება.

Rating
მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Niania
Dzalian lamazebi arian ,yvela dzali momecona Cira kobiashvili, Anuki areshidze, Nini, Shorena, Nuki .. magram Ani Axvledians gamovyofdi ,tavisi ,unikaluri silamazit,saocari garegnoba aqvs!
06:31 / 01-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS