12 მაისი, 2017
თაკო გაჩეჩილაძე - "დანარჩენი ბნელებისთვის, წავალ ეხლა ვილოცებ და თქვენ კი მაპიარეთ!"
თამარა გაჩეჩილაძის „ევროვიზიაზე“ გამოსვლამ საზოგადოების აზრი ორად გაყო. მაყურებლის ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას, ძალიან კარგად იმღერა, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა და ა.შ. ნაწილი კი ნეგატიურად განეწყო, "რა ეცვა, ფუ", "ამაზე ბევრად უკეთესი მომღერლები გვყავს ქათველებს, ეს რატო წაიყვანეს?", "არ მომწოონს!", - წერენ სოციაალურ ქსელში, თაკო გაჩეჩილაძის პოსტების კომენტარებში.

დაცინვის საგანი გახდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ლოცულობს მომღერალი სცენაზე გასვლის წინ.

როგორც ჩანს, მომღერალი აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს კომენტარებს. მან გააზიარა „ეროვიზიის“ ვიდეო,
რომელზეც მღერის და დაწერა, რომ ვიდეოს მხოლოდ კეთილი ქართველებისთვის აზიარებს, ბნელებისთვის კი წავა და ილოცებს.

"ბიბისი ჩემზე! ამას ვპოსტავ იმ კეთილი და უმრავლესობა ქართველებისთვის და ჩემი ყველა გულშემატკივრისთვის, ვისგანაც უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვიღებ! დღეში ათასობით წერილს ვკითხულობ და მადლობა თქვენ ყველას! ხოლო დანარჩენი ბნელებისთვის, წავალ ეხლა ვილოცებ და თქვენ კი მაპიარეთ!

მადლობა ბიბისის!" - წერს მომღერალი "ფეისბუქზე".

"ყველაზე კარგად იმღერე!!", "ბრბომ იესო ჯვარს აცვა და ჩვენ რას გვიზავს! ", "ყოჩაღ თაკო, იდიოტები არიან, რომ არ გადაგიყვანეს", "ბოღმიან ხალხს არ მიაქციო ყურადღება", "თაკო ვგიჟდები შენზე და შენს ვოკალზე , ეს უსამათლობაა მე თუ მკითხავ საერთოდ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ „ევროვიზიას" - წერენ კომენტარებში თაკოს "ფეისბუქის მეგობრები.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სარა
კარგი გოგონა ხარ, კარგადაც მღერი, დასაცინი ყველას თავისი თავი აქვს. ცუდ კომენტარებს ძირითადად ის ადამიანები გწერენ , ვისაც ცხოვრებაში არაფრისთვის არ მიუღწევია და ვისაც თავისი საყვარელი საქმე არ გააჩნია. ევროვიზიას რაც შეეხება , მას სხვა ჩაცმულობა და სხვა სტილის სიმღერა სჭირდება, ეს შენი ბრალი ნამდვილად არ არის. ისე ღირსეულმა გაიმარჯვა, ნამდვილად კარგი ბიჭი იყო კარგი შესრულებით. თაკო, წარმატებებს გისურვებ, ყველაფერი წინ გაქვს და ვიცი, რომ ბევრ წარმატებას მიაღწევ.
17:52 / 14-05-2017
გამოხმაურება / 0 /
პფფ
მთელი ევროპა იმაზე ლაპარაკობს თავზე რა სჭირდაო. უფრო დიდზე ვერ გაიჩეჩე? გაჩეჩილაძე ხარ ნამდვილი. ან ის კაბა ვინ შეკერა განჭვირვალე ნაწილი რომ ვერ მოგარგო ხელებზე ისე რომ ჩამოჩვარული არ ყოფილიყო მიკროფონთან კამერის მოახლოებისას. სიმღერა ნორმალური იყო. მაგრამ კიდე კაი არ გავიმარჯვეთ თორემ უკრაინასავით მერე ჩვენები შეჭამდნენ სამი წლის სამყოფ ბიუჯეტს ორგანიზებაში.
21:22 / 13-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS