11 მაისი, 2017
თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს - „წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ ჩემი ეს ნაბიჯი გულს ოდნავ მაინც გატკენთ, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა“
როგორც გადაცემა „პროფილის“ პრომოდან გახდა ცნობილი თამუნა მუსერიძემ მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ თემაზე ისაუბრა. მისი თქმით დღემდე არ იცის ვინაა მისი ბიოლოგიური  დედა.

„პროფილთან“ გულახდილი ინტერვიუს ეთერში გასვლამდე თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.  

„დიდი ხანი ვეძებე, ვეხვეწე, ვეჩხუბე, ვემუდარე, მაგრამ..... სიმართლე ვერაფრით ვერავისგან გავიგე.

ნათესავებო, ახლობლებო, მეგობრებო წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ ჩემი ეს ნაბიჯი გულს ოდნავ მაინც გატკენთ, მაგრამ თქვენც კარგად იცით, რომ სხვა გზა არ დამრჩა.

იმედი მაქვს, ამ ამბავს ზუსტად
ისე აღიქვავთ, როგორც მე აღვიქვი და შეხვდებით წყენის, გაბრაზების და გულის ტკენის გარეშე“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
niania
Dzalian kargi gogo xar Tamuna, Jer kidev talks how -ebidan kargi shtabechdileba darove-ertguli megobris tipaji! Darcmunebuli var,sxvas aset shemtxvevashi yvelanairad gverdshi dausgebidi! Amitom,rasac aketeb ,scorad aketeb magis uflebas veravin cagartmevs da arc sabodishod ar gaqvs saqme! Carmatebebi!
18:37 / 14-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS