11 მაისი, 2017
ქრისტინე იმედაძე თაკო გაჩეჩილაძის სკანდალზე - „გამიჩნდა სურვილი, რომ სახალხო დაცინვა ისჯებოდეს კანონით“!
მომღერალი ქრისტინე იმედაძე თაკო გაჩეჩილაძის გარშემო ატეხილ სკანდალზე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს. 

„ბოლო დრო ვაკვირდები ფბს და გამიჩნდა სურვილი, რომ სახალხო დაცინვა ისჯებოდეს კანონით! რადგან როგორც მივხვდი ჩვენ -გარდა უმკაცრესი სასჯელის შიშისა - ვერაფრით ვერ ვგრძნობთ ზღვარს! ყველაფერი გადადის დაუნდობლობაში და აჭარბებს ყველანაირ ზრდილობას და ადამიანურობას ...

ვერ ვგრძნობთ იმას, რომ ინტერნეტმა იმდენად დააპატარავა სამყარო, რომ გვინდა ეს თუ არ გვინდა - ყველანი ვართ თითქოს ერთ ოთახში შეკრებილები და რომ ყოველი ჩვენი დაწერილი სიტყვა
დღეში მილიონჯერ ასკდება ადრესატს!

ამ უაზრო ღლიცინში ისე გაერთეთ - აღარც გახსოვთ ეს ყველაფერი საიდან დაიწყო და ადამიანის სცენაზე გასვლის წინ რას აკეთებდა. გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო თუ რატომ გადიოდა, როგორ წარსდგა და რაოდენ უსამართლო რამ მოხდა!

და რომ ასეთ დროს ადამიანის სულში ძვრომა, უმოწყალოდ ჯიჯგვნა კიდევ უფრო უსამართლობა, სიმდაბლე, უნამუსობა და ძალიან მტკივნეულია შენი ხალხის მხრიდან!

მე სიტყვის თავისუფლებას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვგმობ სიბოროტეს!

საერთოდ არ ვიცი ამ წუთას რას ფიქრობს ის თქვენზე, არც ვკითხავ...

მაგრამ მე არ მომწონხართ ასეთები...“

შეგახსენებთ, თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზია 2017“-ს პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა თაკო გაჩეჩილაძის სცენაზე გასვლის წინ გადაღებულმა ვიდეომ, სადაც მომღერალი ლოცულობს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლალი გომელაური
ქრისტინე,ნუ ნერვიულობთ.ბოროტ ადამიანებს რა დალევს.რაც მთავარია,თაკო ღირსეულად წარადგინა საქართველო და ეს ყველამ ვიხილეთ.სხვა საკითხია ზოგიერთ ავადმყოფს რომ არ უნდა ამის დანახვა.ეს მათი პრობლემაა და თავიანთ სენს თვითონ უმკურნალონ.
17:45 / 12-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინეს და ჯემალის
ამ ირონიას იწვევს წინა დღით ტრუსიკით რომ გამოეჭიმები ხალხს .მე მიჩნდება სურვილი რომ ეს ისჯებოდეს კანონით. იმიტომ რომ ეს ხალხის დაცინვაა
21:52 / 11-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
სალოცავის მადლი გაუწყრეს ვისაც მისი ლოცვა გაუკვირდა და საქილიკოდ გახადა
17:08 / 11-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS