21 ნოემბერი, 2013
''პირიქით მადლობა თქვენ'' - ბიძინა ივანიშვილის გაშარჟებული მადლობა
ფოტო და ოჯახური ვიდეო, სადაც ივანიშვილების ოჯახს დაბადების დღეზე ჯამბაზებიც ჰყავდაც მოწვეული, მათი პირადი კომპიუტერიდან არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული ''მე ვამბობ მადლობას'' - ასე ჰქვია გვერდს, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე 11 ათასზე მეტ ადამიანს მოსწონს. გვერდის შემქმნის მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდაა.

სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები ფოტოებს იღებენ წარწერით - ''მე ვამბობ მადლობას'' და გვერდზე აქვეყნებენ.

მოსახლეობა აწ უკვე ყოფილ პრემიერს მადლობას უხდის სიკეთისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის და ''ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობიდან
გათავისუფლებისთვის.

ჯგუფის შემქმნელებმა 24 ნოემბრის აქცია დააანონსეს და ''ქართული ოცნების'' ყრილობაზე მისული ბიძინა ივანიშვილისთვის სიუპრიზის მოწყობას აპირებენ.
Rating
მათი მიზანია ფურცლებზე დაწერილი მადლობა მიიტანონ და ივანიშვილს დაანახონ რომ ერი მისი მადლიერია. რეალურად რამდენი ადამიანი მივა აქციაზე ამას უკვე რამდენიმე დღეში გავიგებთ.

მართალია, გვერდი პოპულარულია, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა მადლობის გაშარჟებული ვერსიები. მკითხველს კარგად ახსოვს საპარლამენტო არჩევნებამდე გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ტრუსებში ჩაცმული ბიძინა ივანიშვილი ბერასთან ერთად იყო გადაღებული.

მაშინ ამ ფაქტზე ''ქართული ოცნების'' მხრიდან კომენტარიც გაკეთდა. ფოტო და ოჯახური ვიდეო, სადაც ივანიშვილების ოჯახს დაბადების დღეზე ჯამბაზებიც ჰყავდაც მოწვეული, მათი პირადი კომპიუტერიდან არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული.
Rating
მადლობის აქციის საპასუხოდ, სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა აქტიურმა მომხმარებელმა ნუგზარ მეტრეველმა ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფოტოს ახლებური ვერსია შემოგვთავაზა.

''პირიქით მადლობა თქვენ'' - ასე გამოიყურება პრემიერის ცნობილი ფოტო, რომელიც არანაკლებ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
....
მადლობა არა იხვი! გამოთაყვანდა ქართველობა სულ. დაახვიე აქედან და იმედია მალე მოგყვებიან დანარჩენებიც! არასდროს ვიყავი შენი მომხრე და რაც დრო გადის უფრო ვამაყობ, რომ ბრბოში არ გავერიე მეც. თქვენი ოცნებები ნაწილებად იმსხვრევა :) ჯერ სად ხართ.
14:28 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანული
მადლობა ბატონო ბიძინა ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ. მარტო იმად ღირდა თქვენი გამოჩენა რომ ციხეში ეს მარაზმი აგარ არის და აგარ აწამებენ ასე ადამიანებს. გაიხარეთ. რამდენი დედა გლოცავთ ალბათ. უფალმა დაგლოცოთ
12:57 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
41
ამდენ ხანს წასულიყო რა გააკეთა? ვნანობ ხმა რომ მივეცი
12:54 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
me vambob daaxvie,bidzina!!!! isedac kargi ambavi ar mogvaxvie tavs! magram imedi maqvs mixedaven ushenod
12:27 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სესე
ჩვენ ვამბობტ მადლობაააააააააას....ჩვენ გვიყვარს ბიძოოოოოოოოო.....
12:10 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS