21 ნოემბერი, 2013
''პირიქით მადლობა თქვენ'' - ბიძინა ივანიშვილის გაშარჟებული მადლობა
ფოტო და ოჯახური ვიდეო, სადაც ივანიშვილების ოჯახს დაბადების დღეზე ჯამბაზებიც ჰყავდაც მოწვეული, მათი პირადი კომპიუტერიდან არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული ''მე ვამბობ მადლობას'' - ასე ჰქვია გვერდს, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე 11 ათასზე მეტ ადამიანს მოსწონს. გვერდის შემქმნის მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდაა.

სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები ფოტოებს იღებენ წარწერით - ''მე ვამბობ მადლობას'' და გვერდზე აქვეყნებენ.

მოსახლეობა აწ უკვე ყოფილ პრემიერს მადლობას უხდის სიკეთისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის და ''ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობიდან
გათავისუფლებისთვის.

ჯგუფის შემქმნელებმა 24 ნოემბრის აქცია დააანონსეს და ''ქართული ოცნების'' ყრილობაზე მისული ბიძინა ივანიშვილისთვის სიუპრიზის მოწყობას აპირებენ.
Rating
მათი მიზანია ფურცლებზე დაწერილი მადლობა მიიტანონ და ივანიშვილს დაანახონ რომ ერი მისი მადლიერია. რეალურად რამდენი ადამიანი მივა აქციაზე ამას უკვე რამდენიმე დღეში გავიგებთ.

მართალია, გვერდი პოპულარულია, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა მადლობის გაშარჟებული ვერსიები. მკითხველს კარგად ახსოვს საპარლამენტო არჩევნებამდე გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ტრუსებში ჩაცმული ბიძინა ივანიშვილი ბერასთან ერთად იყო გადაღებული.

მაშინ ამ ფაქტზე ''ქართული ოცნების'' მხრიდან კომენტარიც გაკეთდა. ფოტო და ოჯახური ვიდეო, სადაც ივანიშვილების ოჯახს დაბადების დღეზე ჯამბაზებიც ჰყავდაც მოწვეული, მათი პირადი კომპიუტერიდან არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული.
Rating
მადლობის აქციის საპასუხოდ, სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა აქტიურმა მომხმარებელმა ნუგზარ მეტრეველმა ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფოტოს ახლებური ვერსია შემოგვთავაზა.

''პირიქით მადლობა თქვენ'' - ასე გამოიყურება პრემიერის ცნობილი ფოტო, რომელიც არანაკლებ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
მაია
დაახვიეო ისე ცერ ტიტკოს მამასჰენი სჰეზლებს დაიკავოს მაგის ადგილი და ააკვავოს კვეკანა,რას ამბობ იმ დროსჰი ხო კველა იცნება ასრულებული გვკონდა და ველოდებიტ რომ ერტ ცელისჰი ავსჰენდეტ დაუნახავები ხარტ კარტველები მეტის გირსები ხარტ,კაია რომ დროულად დავაგციე ტავი მაკაურობას
23:32 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რას ამბობ მაკო მიმი და ტკვენნაირებო,ტკვენ რისი სჰეტავაზება სჰეგიზლიატ საზოგადოებისტვის ,როცა სხვას აკრიტიკებ საკუტარი უნდა სჰეგეზლოს რამე,სხვა ტუ არაპერი ის მაინც გააკეტა რომ სისხლის მსმელი მტავრობა მოგვაცილა და ვაცალოტ ამატაც 9 ცელი და ტუ არ ივარგებენ მერე ვტკვატ სატკმელი,მზულს ადამიანები რომლებიც არაპერს ცარმოადგენენ და სხვისასაც ვერ ცედავენ
23:29 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ედუ
მადლობა ბიძი ქართველი ერის განთავისუფლებისთვის! ვინც სხვაგვარად ფიქრობს გაგვატარეთ-თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ საქართველოს მოსახლეობამ ჩაგრეცხათ!
21:25 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
დანარჩენებიც გაიყოლოს და მერე მოვუხდი მადლობას!
20:41 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ვეგარ არის ეს ხალხი,რისთვის უხდიან მადლობას???
20:37 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
და მადლობა რისთვის? რა გააკეთა,არც არაპერი
20:33 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმი
მოსვლით ვერა, მაგრამ წასვლით ნამდვილად ძალიან გამახარე. ამ ბანდასაც თუ გაიყოლებ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა რომ ჰქვიათ, მთლად კარგი ბიჭი იქნები.
18:57 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
MძKA
ხმა არ მიმიცია, მადლობას კი ვეტყვი. მადლობ,"ბატონო" ბიძინა რომ მანამ წახვედი, სანამ უარესად დააქცევდი ქვეყანას. ახლა ამ შენს დამქაშებსაც თუ თან გაიყოლებ დროულად, მე თუ არა, ისტორია მაინც დაგიმახსოვრებს. და ბოლოს, კეთილი სურვილებით, ჯანდაბამდის გზა გქონია, ურჩხულო.
18:39 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუნუნა
მადლობა ბატონო ბიძინა! გაიხარეთ!
16:01 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
Hah, და ვის სჯერა რომ ამ ფოტოზე ნამდვილად ივანიშვილები არიან... კარგით რა..სასაცილოც აღარ არის... ხოო მართლა, ვისი ოცნებები დაიმსხვრა კარგად ვხედავთ.
15:03 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS