21 ნოემბერი, 2013
''პირიქით მადლობა თქვენ'' - ბიძინა ივანიშვილის გაშარჟებული მადლობა
ფოტო და ოჯახური ვიდეო, სადაც ივანიშვილების ოჯახს დაბადების დღეზე ჯამბაზებიც ჰყავდაც მოწვეული, მათი პირადი კომპიუტერიდან არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული ''მე ვამბობ მადლობას'' - ასე ჰქვია გვერდს, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე 11 ათასზე მეტ ადამიანს მოსწონს. გვერდის შემქმნის მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდაა.

სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები ფოტოებს იღებენ წარწერით - ''მე ვამბობ მადლობას'' და გვერდზე აქვეყნებენ.

მოსახლეობა აწ უკვე ყოფილ პრემიერს მადლობას უხდის სიკეთისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის და ''ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობიდან
გათავისუფლებისთვის.

ჯგუფის შემქმნელებმა 24 ნოემბრის აქცია დააანონსეს და ''ქართული ოცნების'' ყრილობაზე მისული ბიძინა ივანიშვილისთვის სიუპრიზის მოწყობას აპირებენ.
Rating
მათი მიზანია ფურცლებზე დაწერილი მადლობა მიიტანონ და ივანიშვილს დაანახონ რომ ერი მისი მადლიერია. რეალურად რამდენი ადამიანი მივა აქციაზე ამას უკვე რამდენიმე დღეში გავიგებთ.

მართალია, გვერდი პოპულარულია, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა მადლობის გაშარჟებული ვერსიები. მკითხველს კარგად ახსოვს საპარლამენტო არჩევნებამდე გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ტრუსებში ჩაცმული ბიძინა ივანიშვილი ბერასთან ერთად იყო გადაღებული.

მაშინ ამ ფაქტზე ''ქართული ოცნების'' მხრიდან კომენტარიც გაკეთდა. ფოტო და ოჯახური ვიდეო, სადაც ივანიშვილების ოჯახს დაბადების დღეზე ჯამბაზებიც ჰყავდაც მოწვეული, მათი პირადი კომპიუტერიდან არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული.
Rating
მადლობის აქციის საპასუხოდ, სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა აქტიურმა მომხმარებელმა ნუგზარ მეტრეველმა ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფოტოს ახლებური ვერსია შემოგვთავაზა.

''პირიქით მადლობა თქვენ'' - ასე გამოიყურება პრემიერის ცნობილი ფოტო, რომელიც არანაკლებ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
დიანა
ქართველებს ვისთვის დაუნახიათ სიკეთე,ბატონ ბიძინას რომ დაუნახონ!???სამწუხაროდ ეს ქართველების ხასიათია,სიზარმაცე,დაუნახაობა,ბოღმა,შური,გაუტანლობა,ცინიზმი,ამპარტავნობა და უსასრულო ჭორაობა, ყველაზე და ყველაფერზე!
11:30 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სს
17:41 / 27-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მადლობა რისთვის? ერის დასირებისთვის?
23:34 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი, გულჩვილიიიიიიიიიიიიიიიიიი
17:58 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანის სახელით, რომლებიც მშივრები დარჩნენ ვამბობ ,,მადლობას,,...
17:18 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
გულწფელი მადლობა, რომ მოხვედით და მადლობა , რომ წაბრდძანდით,,, გაიხარეთ!!!
17:03 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან
მადლობა თქვენც,რომ საშუალებას მაძლევთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა იმიტომ,რომ მან გვიხსნა ნაციონალური სენისაგან,იმიტომ,რომ ხარაბუზა ნაციონალები ბეჭებზე დასცა და რინგიდან გავიდა,იმიტომ,რომ სიკეთეს აკეთებდა და არ ყვიროდა,იმიტომ,რომ ქართველთა ტკივილი გაითავისა,იმიტომ,რომ მეცენატი იყო და არ პოპულისტობდა,იმიტომ,რომ ქართველ გლეხს მომავლის იმედი ჩაუსახა,იმიტომ,რომ უფსკრულის პირას ვიდექით და ხელი შეგვაშველა.
11:34 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან
მადლობა თქვენც,რომ საშუალებას მაძლევთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა იმიტომ,რომ მან გვიხსნა ნაციონალური სენისაგან,იმიტომ,რომ ხარაბუზა ნაციონალები ბეჭებზე დასცა და რინგიდან გავიდა,იმიტომ,რომ სიკეთეს აკეთებდა და არ ყვიროდა,იმიტომ,რომ ქართველთა ტკივილი გაითავისა,იმიტომ,რომ მეცენატი იყო და არ პოპულისტობდა,იმიტომ,რომ ქართველ გლეხს მომავლის იმედი ჩაუსახა,იმიტომ,რომ უფსკრულის პირას ვიდექით და ხელი შეგვაშველა.
11:34 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
123
მადლობა ბატონო ბიძინა!
10:04 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
123
მოსაბეზრებელი პინგვინი ,გაიყოლოს თავის გამოჩეკილი პინგვინის ჭუკებიც და პირდაპირ ჩრდილოეთისკენ, სწორი გზით!
09:40 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS