09 მაისი, 2017
ია ფარულავა მეგობრებსა და ნათესავებს მიმართავს - "2 დღეში 1 წიგნი უნდა წავიკთხო, თორემ დავცარიელდი..."
ია ფარულავამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ შინაგანი სიცარიელის ამოსავსებად, წიგნი უნდა წაიკითხოს. მსახიობი წერს, რომ ამ გზით ის თავს ისჯის. ია ფარულავა მეგობრებსა და ნათესავებს მიმართავს, ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ ყველას "ანფოლოუს" უკეთებს, "თუ პოსტი გინდათ, მე აუცილებლად ვნახო და გსურთ, რომ კომენტარი გავაკეთო დამთაგეთ!!!

პირწიგნაკს დიდი დრო მიაქვს, მე კი 2 დღეში 1 წიგნი უნდა წავიკითხო, თორემ დავცარიელდი (თავი დავისაჯე ვითომ)", - ასე განმარტავს ია ფარულავა თავის გადაწყვეტილებას.

ია ფარულავა წერს "ფეისბუქზე":

"მეგობრებო და
ნათესავებო საყვარლებო და კარგებო წინასწარ დიდი ბოდიში ყველას რადგან ანფოლოუს ვუკეთებ ყველას. თუ პოსტი გინდათ, მე აუცილებად ვნახო და გსურთ, რომ კომენტარი გავაკეთო დამთაგეთ !!!!! პირწიგნაკს დიდი დრო მიაქვს მე კი 2 დღეში 1 წიგნი უნდა წავიკთხო თორემ დავცარიელდი ( თავი დავისაჯე ვითომ)".

"სულ რომ არ შეხვიდე და თავი არ დაიღალო ანფოლოუს დაჭერით და პირდაპირ წიგნები იკითხო? ", "საყვარელო ია!გისურვებ სიმშვიდეს და ლამაზი დღეებით ტკბობას!! ", "მომწონს შენი გადაწყვეტილებააა", "კარგია წიგნების კითხვა, ცოდნის წყალობით ივსება გონება.","არ მოვიწონებ... აუ რატოო?", - წერენ მსახიობის "ფეისბუქის" მეგობრები კომენტარებში.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS