08 მაისი, 2017
თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზიის“ დამთავრებამდე ფეისბუქს აუქმებს - „ქართველისგან - "ფუ, რას ჰგავს", "რას მღერის", "რა საშინელი სიმღერაა" ან "რა აცვია" ძალიან მტკივნეული წასაკითხია!“
„ევროვიზია 2017“-ის ქართველი მონაწილე თაკო გაჩეჩილაძე ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს. 

„მოკლედ მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! ყველას უდიდეს მადლობას გეუბნებით ამხელა

სიყვარულისთვის და სითბოსთვის!!!!! მიყვარხართ და ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად გასახელოთ!!!
მაგრამ არის ერთი ფაქტორი რომელიც აუცილებლად უნდა

გავითვალისწინო!

მე ვარ ჩათვალეთ "ოლიმპიადაზე" და ისეთი სტრესია და ისეთ რეჟიმში ვარ, თქვენ ვერც ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე საქმეს ბოლომდე მივიყვან!

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველი თქვენთაგანისგან, მხვდება კიდე ისეთი საშინელივ კომენტარები რომლებსაც ძალაუნებურად
ვკითხულობ.... მთელი ევროპა და უკრაინა გიჟდება ჩვენზე ისე გვაქებენ და ქართველისგან - "ფუ რას გავს", ან "რას მღერის" ან "რა საშინელი სიმღერაა" ან "რა აცვია" უბრალოდ უხერხულია და ძალიან მტკივნეული წასაკითხია!

ეს უბრალოდ შეუგნებლობაა და პრინციპში მესმის, და ვერც გაგამტყუნებთ, რადგან არ იცით, აქ რა ხდება და რამხელა სტრესია და
ამ დროს პირიქით მხარდაჭერის მეტი არაფერი მჭირდება, ამიტომ ვაუქმებ ფეისბუქს, სანამ მორჩება „ევროვიზია“! ასე ჯობია, ნამდვილად! მიყვარხართ!!!

დროებით“!

შეგახსენებთ თაკო „ევროვიზიის“ პირველ ტურზე ცხრა მაისს მეორე ნომრად იმღერებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS