05 მაისი, 2017
„ევროვიზია 2017“-ზე საქართველოს წარმომადგენელი, თაკო გაჩეჩილაძე კონკურსზე რუსეთის არ დაშვებაზე კომენტარს აკეთებს
პრესკონფერენციაზე საქართელოს წარმომადგენელმა, თაკო გაჩეჩილაძემ გაიხსენა, თუ რატომ არ დაუშვეს „ევროვიზია-2009“ -ზე საქართველო და საკუთარი აზრი დააფიქსირა წლევანდელ კონკურსზე რუსეთის წარმომადგენლის არ დაშვებაზეც.

კონკურსანტმა აღნიშნა, რომ უარის მიზეზის არ ესმის, რამდენადაც მხიარული სიმღერა იყო სიყვარულზე და რუსეთის პრეზიდენტს სულაც არ ეკუთვნოდა.

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე რუსი მომღერლის, იულია სამაილოვას არ შეშვებას, თაკო ამბობს: "უკრაინის წესები ასეთია. რუსეთმა კი ერთი წელი დაისვენოს, სამაილოვა მონაწილეობის მიღებას შემდეგ წელს შეძლებს".

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი
"სტეფანე და 3G" არ დაუშვეს. სიმღერას "We Do not Wanna Put In" ერქვა. აკრძალვის მიზეზი სიმღერის სათაურში სიტყვების კომბინაცია გახდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გვარს ჰგავს.

„ევროვიზიის“ 62-ე კონკურსი წელს უკრაინაში ჩატარდება - 9-დან 13 მაისამდე.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ქეთი
ხოდა შენც დაგასვენეს
13:38 / 10-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო-ს
შენ კიდევ წერე ქართული შრიფტით.
15:49 / 09-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
zalian gtxovt imgeret lamasi simgera kartul enase...damercmunet kvela dagimaxsovrebt da gvesmis rom kvelam icit inglisuri
00:49 / 07-05-2017
გამოხმაურება / 0 /
:)
რადგან თაკო ამბობს....
11:31 / 06-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS