მერე, ამ სულისშემძვრელი სურათის ნახვის შემდეგ, მთელ სოციალურ ქსელს გადაუარა ტალღამ: "ძლიერი ქალი!"
თანაგრძნობისა და აღტაცების ეს საყოველთაო გამოხატულება აბსოლუტურად საპირისპირო იყო იმ ჩვეული დამოკიდებულებისა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მანამდე ასაზრდოებდა, იმ საზარელ ტრაგედიამდე...
ახლა ყველას უყვარხარ, თანაგიგრძნობს, კეთილგანწყობას გამოხატავს, აღფრთოვანებულია შენით და ეს უკვე, თითქოს, აღარ
ჩვენ ისინი აღარ ვართ, ვინც ადამიანურ ტრაგედიებზე რეიტინგებს ვაკეთებდით, ვინც სხვის პირად ცხოვრებას სოციალურ ქსელებში საჯაროდ განვიხილავდით, ვინც სხვისი შვილების ემოციებზე დაუფიქრებლად ვთამაშობდით, ვინც მორიგი სეირის დაწყებას აღტყინებით ველოდით... ჩვენ გავიზარდეთ! და ვისწავლეთ, რომ არამარტო მაშინ უნდა გავაღოთ დახშული გულები, როცა უბედურება პირადად ჩვენ შეგვემთხვევა, არამარტო მაშინ უნდა გავცეთ სითბო და სიკეთე, როცა ამის კურთხევას სულიერი მოძღვარი მოგვცემს, რომ არამარტო მაშინ უნდა ვუსურვოთ ადამიანებს კარგი, როცა ამის საჭიროება თავად დაგვიდგება... იხილეთ სრულად