03 მაისი, 2017
რატომ გამოეთიშა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ გიგი გაჩეჩილაძე - „არ ვამბობ, რომ შოუ ცუდია“
"ცეკვავენ ვარსკვლავების" VII-ე სეზონში გიგი გაჩეჩილაძე ქორეოგრაფი აღარაა. ამ თემასთან დაკავშირებით გიგიმ ინტერვიუ ჟურნალ „სარკეს“  მისცა. გიგის თქმით პროექტი დიდ დროს და ენერგიას ართმევდა და ამიტომ აღარ გაუჩნდა სურვილი მასში მონაწილეობის. 

"ფედერაციის წევრების უდიდესი ნაწილი გამოეთიშა პროექტს. ასეთი გადაწყვეტილება თავად მივიღეთ, რადგან ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული.

მე პირადად ამ პროექტს იმიტომ გამოვეთიშე, რომ არ მეცალა. როცა ჩემი თავი რაღაც დონეზე დავტვირთე, მეორე მხარეს ყველაფერი ჩამივარდა. ბევრი რაღაც წავაგე.

გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენი არყოფნით, ჩვენი
ფედერაციის წევრებს არ შევუქმენით ისეთივე შოუ, როგორიც წინა სეზონებზე იყო. არ ვამბობ, რომ შოუ ცუდია, უბრალოდ ამ ყველაფერს ერთად ვქმნიდით მე, გოჩა და მოცეკვავეები.

გოჩა ამ პროექტს დააკლდა, მან იცოდა ცეკვაც და შოუს კეთებაც, ბევრი რაღაც გადადო და ჩამოვიდა. ამის გამო ბევრ ფულსაც აგებდა, გოჩა არ არის ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფულით წყვეტს რამეს.

აქ ურთიერთობებზეა საუბარი. როცა ადამიანი რაღაცას გიკეთებს, შეგიძლია ის ურთიერთობები დაალაგო" - ამბობს გიგი "სარკესთან" ნტერვიუში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინ
გოჩა დაგვიბრუნეთ:)
22:43 / 04-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ანი
მართლაც დააკლდა ამ შოუს ჩერტკოევი. მე პირადად აღარ ვუყურებ აღარ მომწონს!
20:21 / 03-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS