20 ნოემბერი, 2013
ვინ არის ლევან ვასაძის ცოლი და რითი არ ჰგავს ბიზნესმენი მირიან ბარათეონს
მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბარის მანერა, ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი
და ცნობილი სახე გვინახავს.

Rating

ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.

ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა, მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოცნონ, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:

''არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს''...

Rating

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ოთხი ვაჟი და სამი გოგონა.

მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating

რაც შეეხება სიმღერას, სერიალში ბარათეონს მომღერალი ცოლი ჰყავდა, არ ვიცით, რამდენად კარგად მღერის ნინო დურგლიშვილი, თუმცა სოციალურ ქსელში მის პროფილზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე კარაოკე ბარში მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს არის გადაღებული.

Rating

ტრადიციების მოყვარული და დამცველი ვასაძე, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ჩოხით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ტრადიციულ სამოსზე არც მისი ოჯახის წევრები ამბობენ უარს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
სესე
ასეთი ხალხი ბევრი უნდა გვყავდეს.
12:08 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS