20 ნოემბერი, 2013
ვინ არის ლევან ვასაძის ცოლი და რითი არ ჰგავს ბიზნესმენი მირიან ბარათეონს
მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბარის მანერა, ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი
და ცნობილი სახე გვინახავს.

Rating

ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.

ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა, მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოცნონ, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:

''არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს''...

Rating

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ოთხი ვაჟი და სამი გოგონა.

მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating

რაც შეეხება სიმღერას, სერიალში ბარათეონს მომღერალი ცოლი ჰყავდა, არ ვიცით, რამდენად კარგად მღერის ნინო დურგლიშვილი, თუმცა სოციალურ ქსელში მის პროფილზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე კარაოკე ბარში მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს არის გადაღებული.

Rating

ტრადიციების მოყვარული და დამცველი ვასაძე, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ჩოხით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ტრადიციულ სამოსზე არც მისი ოჯახის წევრები ამბობენ უარს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
თამარ
საინტრესოა, რა გაუკეთებია საქართველოსთვის ამდენი ამ ლევან ვასაძეს, რომ შეგვაწუხეთ
16:56 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგრელა
ასეთი ადანიანების ცხოვრებით რატომ არ ინტერესდებიან ტელევიზიები,აი სამაგალითო,მისაბაძი ,სასიამოვნო ოჯახი,არ გარყვნეს აუტანელმა ასათიანის,ჟორჟოლიანის შოუეებმა საზოგადოება,..
16:51 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
უფრო მეტი სურათები დადეთ, რა სასიამავნოა მათი ყურება
16:04 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფია
ეს კაცი ღირსეული ქართველია, ნამდვილი პატრიოტი და არაფერი აქვს საერთო გამოთაყვანებული ბარათეონის პერსონაჟთან მიუხედავად იმისა რომ მისი გამასხარავების მცდელობა დიდია ))
15:56 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
აი ნამდვილი ქართველი ქალი, აფერუმ შენ ქალობას ნინო შვიდი შვილის გაზრდა და აგზრდა არ არის ადვილი.უფალმა დაგლოცოთ და გამრავლოთ, ამინნნ
15:38 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რევაზი
ქართველები რომ ვნატრულობთ ხოლმე, ისეთი ვაჟკაცი მამულიშვილი ჩანს ბატონი ლევანი და ისეთი ლამაზი ოჯახიც ჰყავს ლამაზი "ქართვლის დედის" მეორე ნახევრობით! მხოლოდ ერთ აუცილებელს ვუსურვებდი(ადრეც და დღესაც)- ეცადოს გაიცნოს ბატონი შალვა კაჭარავა და მისი პროგრამა!!!
15:32 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
სად ბარათეონი და სად ვასაძეეეეეეე, მეტი საქმე არა გაააქვთ
15:13 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
წყალობა აქვს ამ ოჯახს უფლისგან,რომ მართლაც ნამდვილი ქართული ტრადიციების მატარებელნი არიან,გაიხარეთ.ამინ!
15:08 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ლამაზი ოჯახია, გაიხარეთ!!!!!!
14:52 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
ძალიან ლამაზი ქალია ჯიშიანი, კარგი ქარტული ოჯახია
14:47 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS